x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"რას იტყვიან შენი შვილები?" – მომღერალ პინკის შიშველი ფოტოები ფანებმა მწვავედ გააკრიტიკეს
image

გულშემატკივრებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან არტისტი მაქსიმუმ მხოლოდ საცურაო კოსტუმში იხილონ.



ამერიკელმა მომღერალმა ალიშა ბეთ მურმა, რომელიც უფრო ცნობილია "პინკის" ფსევდონიმით, საკმაოდ ურცხვი ფოტოები გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

ღვთისმოსავმა მომხმარებლებმა დაიწუნეს მომღერლის ასეთი სითამამე და მწვავედ გააკრიტიკიეს.


როგორც პოსტიდან ირკვევა, 43 წლის შემსრულებელი ტბაზე ისვენებს და გადაწყვიტა თავისი სიხარული თაყვანისმცემლებისთვის გაეზიარებინა, ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში რამდენიმე თავშესაქცევი კადრი გამოაქვეყნა.


ერთ-ერთ მათგანზე მომღერალს გამჭვირვალე ბიუსტჰალტერი აცვია, რომელზეც გამოსახულია ბანანის ქერქი.უცებ ისეთი შთბეჭდილება რჩება, პინკს მკერდი ბანანის ქერქით აქვსო დაფარული.

image

სხვა კადრში შემსრულებელი კიდევ უფრო შორს წავიდა და მთლიანად უარყო ზნეობის გარკვეული ჩარჩოები

ფანებმა ნახეს თავიანთი კერპი საშხაპეში მთლიანად შიშველი.

მომღერლის კმაყოფილი სახის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას ძალიან სიამოვნებს ხელებგაშლილი წყლის ჭავლის ქვეშ დგომა.


image

თუმცა, მომხმარებლებმა უმალ დაიწყეს პინკის შერცხვენა.

„რას იტყვიან თქვენი შვილები, როცა ამას ნახავენ?“ – დაუწერეს მორალის დამცველებმა.


ზოგიერთმა პინკს ისიც შეახსენა, რომ ასეთ ფოტოებს ჩვეულებრივ ბრიტნი სპირსი აქვეყნებს და ასეთი ხასიათის ფოტოები ალიშასგან სრულიად მოულოდნელი იყო.


ყველაზე ირონიული კომენტარი იყო: "ჩვენ მოგვწონს შენი ფიგურა, მაგრამ მხოლოდ საცურაო კოსტუმში".


პინკის მუსიკალური კარიერა იწყება 2000-იანების დასაწყისში, მისი პირველი სტუდიური ალბომი "Can't take me home" რიტმ-ნ-ბლუზის სტილში იყო ჩაწერილი. ალბომი მოულოდნელი ჰიტი გახდა მთელ მსოფლიოში ისეთ სინგლებთან ერთად, როგორიცაა ”You make me sick" და "Most girls". ალბომი აშშ-ში დაახლოებით 3, 5 მილიონი ეგზმეპლარი გაიყიდა, არანაკლები წარმატება ხვდა წილად პინკის შემდგომ ალბომებს, ყველა ალბომი მსოფლიოს მრავალ ქვეყნაში #1 ადგილს იკავებდა და პლატინის სტატუსს იძენდა, დღეისთვის მოღერალს და სიმღერების ავტორს გამოცემული აქვს 8 ალბომი, 1 საკონცერტო, 53 სინგლი, 5 ვიდეოალბომი, 6 პრომო -სინგლი და 49 ვიდეოკლიპი.არის სამგზის "გრემის"მფლობელი.


0
104
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0