x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ დაარქვეს თბილისელ რევოლუციონერს "კამო" და შეჭამა თუ არა საკუთარი ფეკალიები?
image

1882 წლის 27 მაისს ქალაქ გორში დაიბადა პროფესიონალი რევოლუციონერი. კომუნისტური პარტიის წევრი სიმონ ტერ-პეტროსიანი, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა, 40 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.



ქვემოთ გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს ცნობილი რევოლუციონერის შესახებ:





***მეტსახელი კამო-თავად კამომ 1909 წელს ერთ-ერთ პოლიტიკურ დაკითხვაზე თავის მეტსახელის წარმომავლობის შესახებ ისაუბრა: „მაშინ ჯერ კიდევ ვსწავლობდი გორის საქალაქო სკოლაში, ჩემი ამხანაგები დამცინავად მეძახდნენ „Каму“, რადგან ერთხელ რუსულის მასწავლებლის კითხვაზე, „чему“-ს(რას) ნაცვლად მე ვთქვი „каму“ (ვის)-(1909.10.19. ტფილისში კამოს დაკითხვის №28 ოქმიდან) .


სხვების მტკიცებით, ეს მეტსახელი შეარქვა სტალინმა.


"სიმონ არშაკოვიჩ ტერ-პეტროსიანმა მეტსახელი სტალინმა დაარქვა მათი ერთობლივი მშფოთვარე მოღვაწეობის წლებში...სიმონი რუსულად მკვეთრი აქცენტით ლაპარაკობდა: «Камо отнэсти? Камо атдать?" ასე დაერქვა მას პარტიული მეტსახელი " კამო"

სომეხი პუბლიცისტი ედუარდ აიანიანი



***სიგიჟის სიმულაცია-1907 წელს "საუკუნის ძარცვად " წოდებული ტფილისის ბანკის გაძარცვის შემდეგ, რომელიც სტალინის ორგანიზებუკლი იყო(დღევანდელ კურსში თუ გადავიყვანთ 16 მილიონ დოლარზე მეტი გაიტაცეს)კამო გაემგზავრა ბერლინში, ნაძარცვი ფულის დიდი ნაწილი კამოს განკარგულებაში იყო, რომელმაც იგი ლენინს ფინეთში (იმ დროისთვის — რუსეთის იმპერიის ნაწილი) წაუღო და დანარჩენი ზაფხული მან ლენინთან ერთად მის აგარაკზე გაატარა. იმავე შემოდგომაზე კამომ იმოგზაურა პარიზში, ბელგიაში (სადაც მან საბრძოლო მასალა შეიძინა) და ბულგარეთში (იქ მან 200 დეტონატორი შეიძინა).

მოგზაურობის შემდეგ კამო ბერლინში შეხვდა ცნობილ ბოლშევიკ ექიმს იაკობ ჟიტომირსკის და ლენინის წერილი გადასცა, სადაც იგი მას კამოს ჯერ კიდევ ტრავმირებული თვალის მკურნალობას სთხოვდა. ლენინმა არ იცოდა, რომ ჟიტომირსკი რუსეთის ხელისუფლების საიდუმლო აგენტი იყო და რომ მან კამოს შესახებ ოხრანკას შეატყობინა, რომელმაც გერმანელ კოლეგებს კამოს დაპატიმრება სთხოვა. დაკავების დროს კამოს თან ჰქონდა ყალბი ავსტრიული პასპორტი და ჩემოდანი დეტონატორებით, რომელთა გამოყენებასაც იგი სავარაუდოდ სხვა ძარცვაში აპირებდა.


დაპატიმრების შემდეგ კამოს სიკვდილით დასჯა ელოდა, თუმცა თავისი ადვოკატის, ოსკარის კონის შუამავლობით კრასინისგან წერილი მიიღო, რომელშიც იგი კამოს შეშლილის განსახიერებას ურჩევდა და კამომაც დაიწყო თამაში.

სიგიჟის დემონსტრირებისას კამო უარს ამბობდა საჭმელზე, იხევდა თავის ტანსაცმელს თმებს, სცადა თავის ჩამოხრჩობა, გადაიჭრა ვენები და თავისი ფეკალიებიც კი შეჭამა.


კამოს შეშლილობაში დასარწმუნებლად გერმანელმა ექიმებმა მის ფრჩხილებქვეშ ქინძისთავებით უჩხვლიტეს, ზურგში გრძელი ნემსი შეარჭეს და ცხელი რკინით დადაღეს, თუმცა კამოს არ შეუწყვეტია შეშლილის თამაში. ამ შემოწმების შემდეგ ბერლინის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა დაწერა, რომ "არ გვაქვს არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ ეჭვი შევიტანოთ კამოს შეშლილობაში. ცხადია, რომ იგი ფსიქიკურად დაავადებულია, რის გამოც იგი არ არის სასამართლოს წინაშე წარდგომის ან სასჯელის მოხდის მდგომარეობაში. საეჭვოა, რომ იგი სრულად გამოჯანმრთელებას შეძლებს."

ასე გადაურჩა სიკვდილით დასჯას.


***მონტე-კრისტოსავით თავის მომკვდარუნება-საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1912 წელი კოჯრის გზატკეცილზე ფოსტის ფულის ექსპროპრიაციის მცდელობა კრახით დამთავრდა. ძარცვა ჩაიშალა, კამო დაჭრეს, დააკავეს და მეტეხის ციხეში ჩააყუდეს. ისევ სიკვდილით დასაჯეს(წინა საქმეებიც დაუმატეს), თუმცა სასამართლოს პროკურორმა გოლიცინსკიმ, რომელიც თანაუგრძნობდა კამოს, გადადო ვერდიქტის დედაქალაქში გაგზავნა და იმდენს მიაღწია, რომ რომანოვების დინასტიის 300 წლისთავთან დაკავშირებულ ამნისტიის გამოცხადებამდე გაწელა. კამოს სასჯელი ოცი წლით მძიმე შრომით შეუცვალეს. 1915 წლიდან იხდიდა სასჯელს ხარკოვის ციხეში. „ის აპირებდა გრაფი მონტე-კრისტოს მსგავსად გაქცევას - მოემკვდარუნებინა თავი, - წერს ს. მონტეფიორე, - მაგრამ მან დროულად გაიგო, რომ ციხის მცველები ციხეში მკვდრებს ყოველი შემთხვევისთვის ჩაქუჩით თავებს უჩეჩქვავდნენ.


***მოკლა თბილისში მოძრავმა ერთადერთმა ავტომობილმა-1922 წლის 14 ივლისს ავტოვარიას პირველი ადამიანი ემსხვეპლა და მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ ქალაქური ფოლკლორის მტკიცებით, ის იყო თბილისში მოძრავი ერთადერთი ავტომობილი, ხოლო დაღუპული პიროვნება იყო ცნობილი კამო.ვერის დაღმართზე, ველოსიპედით მოძრავ კამოს პრესტიჟული „ლოკომობილი" დაეჯახა, ავარია სასიკვდილო გამოდგა კამოსთვის.(დაწვრილებით იხილე ამ ბმულზე)


კამოს დაღუპვის შემდეგ თანამებრძოლები გულისტკივილით შენიშნავდნენ, ზღვას გადაურჩა და წვეთმა დაახრჩოო.(იგი ორჯერ გადაურჩა დახვრეტას).იგი 40 წლის იყო.


შემდეგ დადიოდა ჭორები, კამოს სიკვდილი შემთხვევითი არ ყოფილა და ის სტალინის ბრძანებით მოკლესო, თუმცა საქმის გარემოების გაცნობის შემდეგ ეს ბრალდება სრულიად აბსურდულად მოგეჩვენებათ.



*** სიკვდილისშემდგომი დიდება-"რევოლუციის მხატვრის", როგორც მაქსიმ გორკი უწოდებდა კამოს, შემდგომი დიდება, როგორც ადგილობრივად საბჭოთა ამიერკავკასიაში, ასევე სსრკ-ს დანარჩენ ტერიტორიაზე, უზარმაზარი იყო. მას უძღვნიდნენ წიგნებს და სტატიებს, ლექსებს და პოემებს. მის პარტიულ-სამხედრო ფსევდონიმს უწოდებდნენ ქუჩებსა და მოედნებს, სკოლებსა და საწარმოებს, სახელმწიფო მეურნეობებსა და უბნებს. სომხეთში ბიჭებს მის მეტსახელს არქმევნდენ. 1982 წლიდან სსრკ-ს დაშლამდე ქალაქ გორში ფუნქიონირებდა კამოს მუზეუმი - ორი ოთახი პატარა შენობაში. მანამდე თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის 3/5-ში, კამოს დის, ჯავაირ ხუტულაშვილის ბინაში არაოფიციალური მუზეუმი იყო მოწყობილი.


1959 წლიდან 1996 წლამდე სომხეთის ქალაქ ნორ ბაიაზეტი(ახლანდელი გავარი)კამოს სახელს ატარებდა.


საბჭოთა პერიოდში კამოს სახელს ატარებდა ბაქოში დღევანდელი - სულეიმან რაჰიმოვის ქუჩა, ერევანში დღევანდელი - ინ ერევანცუს ქუჩა და თბილისში დღევანდელი დიმიტრი უზნაძის ქუჩა.

0
227
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0