x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კვლევა: ახალგაზრდა ამერიკელებს ნაკლები სექსი აქვთ, ვიდრე მათ მშობლებს ადრეულ ასაკში ჰქონდათ
ახალგაზრდა ამერიკელებს მათი მშობლების თაობისგან განსხვავებული ცხოვრება აქვთ: ისინი ნაკლებ ალკოჰოლს მოიხმარენ და უფრო ხშირად ებრძვიან ფსიქიკურ დაავადებებს. სექსიც ნაკლებად აქვთ, ვიდრე მათ მშობლებს ჰქონდათ ადრეულ ასაკში. და ახალგაზრდა ამერიკელები დედასა და მამასთანაც უფრო დიდხანს ცხოვრობენ.


იმ ამერიკელების რიცხვი, რომლებსაც სექსი არ აქვთ, წარსული წლების მანძილზე გამუდმებით იზრდებოდა და დღემდე იზრდება. 2011 წელს 18-დან 30 წლამდე კალიფორნიელი ახალგაზრდების 22 %-მა განაცხადა, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე სექსუალური პარტნიორი არ ჰყოლია. 2019 წელს UCLA-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ეს რიცხვი 29 %-მდე იყო გაზრდილი, ხოლო 2022 წელს - 38 %-მდე.


უნდა აღინიშნოს, რომ სექსის არმქონე კალიფორნიელების რიცხვი სხვა ასაკობრივ კატეგორიებშიც მნიშვნელოვნად არის მომატებული.


“ყველაფერი სულ უფრო გვიან ხდება, ” - განაცხადა ჯეან ტვენგემ, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორია. მან ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ სულ უფრო ხანგრძლივდება და დროში იწელება ის პერიოდი, როცა ახალგაზრდები საკუთარი მშობლების სახლიდან გადადიან და სქესობრივ ცხოვრებას იწყებენ.



გარდა იმისა, რომ სულ უფრო მეტი კალიფორნიელი ახალგაზრდაა დაკავებული სამსახურის ძიებით, სწავლით და კარიერის შექმნით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც სექსის არმქონეთა გაზრდილ სტატისტიკაზე აისახება, ისიც არის, რომ ბოლო პერიოდში ახალი თაობის ასობით ათასმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ასექსუალები არიან და არანაირი პარტნიორი არ სჭირდებათ.


ამ ყოველივეში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ინტერნეტსაც. ადამიანები მიეჩვივნენ ვირტუალურ ურთიერთობებს. ამიტომ მათ ფიზიკური კავშირები ნაკლებად აქვთ.


არანაკლებ საყურადღებოა პორნოგრაფიის გავლენაც. ასევე მნიშვნელოვანია შემოსავლებიც. მაღალი შემოსავლის მქონე კალიფორნიელებს სექსი თურმე უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე მათ ღარიბ თანამოძმეებს.


ამასთან ერთად, სულ უფრო მეტი ამერიკელი ახალგაზრდა მამაკაცი ადანაშაულებს ქალებს, რომ ამ უკანასკნელებს მათთან სექსი არ სურთ. აშკარად შეინიშნება სქესთა შორის შუღლის გაღრმავების ტენდენცია.


როცა ეს ყოველივე ხდება ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ შტატ კალიფორნიაში, ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება ხდებოდეს ისეთ კონსერვატიულ შტატებში როგორიც მისისიპი, ტეხასი ან ნიუ-მექსიკოა.


არადა, პრორუს ქართველ კონსერვატორებს რომ ჰკითხო, ამერიკა გარყვნილების ბუდეა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ფაქტები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.


სექსი

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0