x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კორონავირუსის გამო სექს-სათამაშოების გლობალურმა გაყიდვებმა განსაცვიფრებლად მოიმატა
კორონავირუსი


როგორც დილდოების, ხელოვნური ვაგინების და ასევე სხვა სექს-სათამაშოების სტატისტიკა მოწმობს, მათი გაყიდვები ძალიან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო ავსტრალიაში – 31 %-ით არის მომატებული. ამ მხრივ განსაკუთრებით იტალია გამოირჩევა, სადაც “პორნჰაბმა” პრემიუმ კონტენტის ჩვენება მოსახლეობისთვის მთელი მარტის მანძილზე უფასოდ უზრუნველყო.


“პორნჰაბს” 42 მილიარდი დათვალიერება აქვს წელიწადში, ხოლო დღეში – 115 მილიონი. ამერიკა, იაპონია და დიდი ბრიტანეთი პირველ 3 ადგილს იკავებენ ტრეფიკების მიხედვით, ხოლო იტალია ოცეულში მეშვიდე ადგილზეა.


დიდი ბრიტანული “დეილი მეილის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, იტალიაში სექს-სათამაშოებით ვაჭრობამ ნავარაუდევზე 60 %-ით უფრო მოიმატა, საფრანგეთში 40 %-ით, კანადაში 135 %-ით, ამერიკაში 75 %-ით, ხოლო ჰონგ-კონგში 71 %-ით.



კორონავირუსი


პარალელურად ცნობილი გახდა ასევე ისიც, რომ მნიშვნელოვნად იკლო პაემნების რაოდენობამ, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი ყველაზე სწრაფად გავრცელდა. ამას ხელს უწყობს გამკაცრებული კანონმდებლობა. მაგალითად იტალიაში ადამიანს, რომელსაც აქვს კორონავირუსის სიმპტომები (მაღალი სიცხე, ხველება და სუნთქვის უკმარისობა) და წავა რესტორანში ან კაფეში, შესაძლოა, ბოროტი განზრახვით ჩადენილი მკვლელობისთვის 21 წლამდე პატიმრობაც კი შეუფარდონ. ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ერიდება გარეთ გასვლას და სახლში ამჯობინებს დარჩენას.


ამასობაში კორონავირუსი მთელი დედამიწის მასშტაბით უკვე დაუდგინეს 170 383 ადამიანს, საიდანაც 6526 გარდაიცვალა.

0
311
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0