x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134609
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
„ეწვით, რასაც ვწერ... გაუძლონ" - რაზე საუბრობს ამირან სალუქვაძე
ამირან სალუქვაძე გიორგი ვაშაძე


ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ტრაგედია დაღმაშენებელს უბჟუტურია ჩემზე რამდენიმე დღის წინ.


არ ვპასუხობ ხოლმე მსგავს პირად შემოტევებს, ფეიკ-სიუჟეტებს. მით უმეტეს ჭორიკნობას. დიდი პატივია ყურადღების მიქცევა.



მესმის, ეწვით რასაც ვწერ. გაუძლონ უნდა, პოლიტიკაში თუ არიან. ჩვენ ხომ ვუძლებთ მაგათ შემოტევებს?


ადრე, როცა ახალშექმნილები იყვნენ, ვურჩიე გამიჯნოდნენ ნაცმოძრაობას. ფანჩატური და სხვისი ჯიბის პოლიტიკოსობა არჩიეს. როგორც კი რეალურად გაემიჯნებიან და ჯანსაღ ოპოზიციონერობას დაიწყებენ, მეც სხვაგვარად შევხედავ.


ნინო ლომჯარიას გაუტარეს, როცა ბრალი დასდო პარტიას ხელისუფლებასთან გარიგებაში.


მოკლედ, პირად შეტევებს აჯობებს, ყველამ საკუთარ მდგმურებს და კომპიუტერების „საწყობებს" მიხედოს.


კიდევ ერთი, ჩვენს ქვეყანას ნუ არყევთ. ეს ჩვენც გვეხება. სჯობს, საქმე აკეთოთ, ასეთ ხმამაღალ სახელს რომ ატარებთ. ან სახელი გადაირქვით", - წერს სალუქვაძე.


ამირან სალუქვაძე სქრინი

0
198
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0