x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რას ამბობთ ქალბატონო? კარგით რა მართლა და მართლა"-თამრიკო ქვარცხავა
image

რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ითხოვდა, გამოეჩინა მეგობარ აშშ-ს კეთილი ნება და გაეუქმებინა ან შეერბილებინა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რამდენიმე ე.წ. სამთავრობო არხი დასდევდა კიდეც კელი დეგნანს და ამ კითხვითვე მიმართავდა.



ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ გააკეთა კელი დეგნანმა კომენტარი:


"აშშ-ში წასასვლელად ვიზის აღება ძალიან მარტივია. თავდაპირველად თქვენ უნდა შეიტანოთ განაცხადი ვიზის ასაღებად. ყველა ნაბიჯი ზუსტად არის აღწერილი ვებგვერდზე და ათასობით ქართველმა, რომლებიც მიჰყვნენ ამ ნაბიჯებს და აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს, მიიღეს ვიზა. ასე რომ, ეს არ არის რთული პროცესი. ამას შეიძლება, დასჭირდეს დრო და წინასწარ დაგეგმვა, რადგან ჩვენ გვყავს ბევრი ადამიანი, ვისაც სურს აშშ-ში წასვლა. ჩვენ უნდა დავგეგმოთ შეხვედრები რიგის მიხედვით, მაგრამ ჩვენ ყოველწლიურად მივესალმებით ათასობით ქართველს."-აღნიშნა დეგნანმა.



აშშ-ს ელჩის ამ განცხადებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ექიმი თამრიკო ქვარცხავა:


"რას ამბობთ ქალბატონო? კარგით რა მართლა და მართლა. ყველაზე დამამცირებელი დამოკიდებულება და მიუწვდომელი საკონსულოა რაც მინახავს.. თავად სცადეთ კითხვით მიმართოთ გარედან საკუთარ თანამშრომელს მაგ., თუ ვინმემ თქვენი პირადი ანგარიში გატეხა, საოცრებები ჩაწერა კომუნიკაციის კედელზე და გინდათ ვიზის ვებგვერდზე შეცვალოთ ID. სცადეთ ვინმეს გარედან დაელაპარაკოთ. ბოლოს FedEx -ით რეგისტრირებული წერილიც გამოგიგზავნეთ. იმეილები, ფაქსები.. უბრალოდ სცადეთ და ნახავთ როგორ კედელს დაეჯახებით! რა არ ვცადე. წლების განმავლობაში ვიხდიდით სერიოზულ თანხას ახლიდან ვავსებდით აპლიკაციას. პასუხის ღირსად არ გვთვლიდით. აგეხსნათ მაინც რატომ არ იძლეოდით ვიზას. სურვილიც დავკარგე მოგკარებოდით. წარმოდგება არ გაქვთ ქალბატონო დეგნან სად მუშაობთ. არ გაკადრებთ გითხრათ რომ იტყუებით. ალბათ უბრალოდ არ იცნობთ საკუთარ ორგანიზაციას. ყველა ნორმალური გზა გადაკეტილი გაქვთ კომუნიკაციისთვის!
image
ქართველებო, ასეთი დამამცირებელი დამოკიდებულება ამერიკაში ამერიკელისგან არასოდეს მიგვრძვნია. მინდა იცოდეთ, რომ ამერიკა გაცილებით უკეთესი ადამიანების ქვეყანაა, ვიდრე მისი წარმომადგენლობა საქართველოში. სავსეა ეს ქვეყანა ნიჭიერი, რესპექტაბელური, კარგი ადამიანებით და პროფესიონალებით. არასოდეს არ იმსჯელოთ ამ ქვეყანაზე იმ დამოკოდებულების მიხედვით, რასაც საკონსულოში გრძნობთ. იმედია როდესმე სახელმწიფო დეპარტამენტიც გაიგებს, დაგვიჯერებს და აუცილებლად შეცვლის ამ ხალხს და დამოკიდებულებას უცხოელი სტუმრების მიმართ, ვისაც უბრალოდ სტუმრობა სურთ ამ ქვეყანაში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან!
image
P.S. გვახსოვს მომაკვდავი სტუდენტის დედა თირკმლის გადასანერგად ვიზაზე რამდენჯერ გაისტუმრეთ უარით მიხედავად იმისა რომ უნივერსიტეტი და ჰოსპიტალი უდგებოდა თავდებში. ამერიკაში ტელევიზიები გადმოსცემდნენ, უნდა გავარკვიოთ რა ხდება საქართველოში ამერიკის საკონსულოში და რას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტიო. ეს არის შეუვალი, შეუღწეველი, გაუნათლებელი და უკონტროლო სისტემა, რომელთანაც ჯობს არასოდეს არ მოგიწიოთ ურთიერთობა."-წერს ქვარცხავა.
1
488
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
488
  
2023, 20 მაისი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1