x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უსამართლოდ დავიწყებული უმშვენიერესი, შვედი მსახიობი და ფოტომოდელი ანიტა ეკბერგი

image
ცნობილი შვედი მსახიობი და ფოტომოდელი ანიტა მარიან ეკბერგი დაიბადა 1931 წელს, გოგონას ისეთი გარეგნობა ჰქონდა, რომ მალე მიიწვიეს გადაღებებზე, გოგონა იმდენად ლამაზი და ფოტოგენური აღმოჩნდა, რომ მისი გადაღEბის მსურველი ათობით ფოტორეპორტიორი მუდამ იდგა მის სხლთან. გოგონა მალევე მიიწვიეს კინოში, სადაც ჯერ სილამაზის და მერე კი კარგად შEსრულებული როლის გამო მალევე გახდა პოპულარული, ცნობილი ჟურნალები მიყოლებით ცდილობდნენ დიდი გასამრჯელოს ფასად მოეპოვებინათ ექსკლუზიური უფლება ანიტას გადასაღებად, მაგრამ ანიტა ჭკვიანი აღმოჩნდა, შვედურ ოჯახში გაზრდილმა გოგომ მალე აუღო სიტუაციას ალღო და მსახიობობასთან ერთად ფოტომოდელობასაც მიჰყო ხელი, მალევე ისევე, როგორც კინოში მოვიდა არნახული პოპულარობა.


50-იან წლებში ანიტა აღიარებულ იქნა სექს სიმბოლოდ, მისი სურათებით აჭრელებული იყო ჟურნალ-გაზეთები, თუმცა ანიტას პოპულარობა თავში არასდროს ავარდნია, მიუხედავად უამრავი შეთავაზებისა სოლიდური გასამჯელოს სანაცვლოდ, მას არასოდეს გადაუღია შიშველი ფოტოები, რითაც მოგვიანებით უამრავი მსახიობი და ფოტომოდელი იწონებდა თავს.

ანიტა ყველაზე მეტად ცნობილია როლით-სილვია, ფედერიკო ფელინის ფილმში "ტკბილი ცხოვრება", რომელიც ლეგენდარულმა რეჟისორმა გადაიღო 1961 წელს.


გთავაზობთ ცნობილი რუმინელი ფოტოგრაფის-ანდრე დე დენისის მიერ გადაღებულ ანიტას სურათების კოლაჟს, სადაც აშკარად ჩანს ანიტას სილამაზე და ნატურალურობა.

imageimageimageimageimageimageimageimage



+14



0
448
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
448