x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
დათბა და გამოჩნდნენ "ფარვანები", რომელთა ჩაცმა საზოგადოების აღშფოთებას იწვევს

image
დათბა და ქუჩებში გამოჩნდნენ მეტისმეტად შილიფად ჩაცმული გოგონები, საუბარი არა მაქვს საქართველოზე, სადაც ჯერ კიდევ მაღალია საზოგადოებაში განსხვავებული ადამიანებისადმი შეგუების დეფიციტი.


ამ გოგოს ასე რომ გაევლო საქართველოში, წარმომიდგენია რა დღეში აღმოცნდებოდა, ჯერ "ცოცხლად დამარხავდნენ" ადგილზევე, მერე სოციალურ ქსელებში და "ქოქოლასაც მიაყრიდნენ" გამვლელები.

ჩვენდა საბედნიეროდ ეს რუსეთია და ეს გოგონა კი რუსი, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე ტრუსის და ტოპითაა გამოსული და საზოგადოება ამის გამო აშკარად ამრეზით უყურებს.

"არ განიკითხოო"-სახარებაში წერია და ნურც ჩვენ განვიკითხავთ ვინმეს, თუმცა ჯანსაღი კრიტიკა კორექტულობის და ზრდილობის დაცვით ვფიქრობ მისაღებია.

ზღვისპირა ქალაქში რომ იყოს ეს სურათები გადაღებული ვფიქრობ არავის გაუჩნდებოდა პროტესტის გრძნობა, მაგრამ როცა ზღვიდან ასეული კილომეტრით დაშორებულ ქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტს ასე ჩაცმული გოგონა დაელოდება, მას მუდამ გამოუჩნდება "ჭკუის დამრიგებელიც" და შეურაცხყოფის მიმყენებელიც, საუბარია სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.


კი ბატონო, მიუღებელია თუნდაც ჩაცმულობის გამო ვინმეს შეურაცხყოფას რომ აყენებენ, მაგრამ ყველას ერთი საზომით ვერ მოსთხოვ.
image

0
203
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
203