x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე უსიამოვნო და ამაზრზენი პროფესიები
პროფესია არის შეძენილი (დასწავლის შედეგად მიღებული) უნარებისა და ჩვევების ერთობლიობა, რომელიც საჭიროა სპეციფიკური სამუშაოს შესასრულებლად და რომელიც ინდივიდს ათვისებული აქვს. პროფესიების წარმოშობა დაკავშირებულია შრომის საზოგადოებრივ დანაწილებასთან. მაქს ვებერის თანახმად, პროფესია არის ცხოვრების ხანგრძლივად უზრუნველყოფის, ნივთებისა და საარსებო საშუალებების შეძენის შანსების საფუძველი. სიტყვა პროფესიის შინაარსი, ვებერის თანახმად, უკავშირდება პიროვნულ პასუხისმგებლობას. ვებერის სოციოლოგიაში პროფესია რელიგიურად, სოციალურად და ნორმატიულად დეტერმინირებულია. სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური მიდგომის თანახმად (პარსონსი, სმელზერი), თანამედროვე საზოგადოებების, როგორც სისტემის, მზარდი განვითარება (მოდერნიზაცია) იწვევს საზოგადოებისათის აუცილებელი ფუნქციების გამოყოფა-დიფერენციაციას, რაც, თავის მხრივ, პ-თა დიფერენციაციის საფუძველს წარმოადგენს. სუბიექტზე ორიენტირებული სოციოლოგიური მიდგომა (ბოლტე/ტროიტნერი, 1983), განსხვავებით სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური მიდგომისაგან, გამოდის არა ტექნიკურ-ფუნქციონალისტურად დაფუძნებული სპეციალიზებული პ-ული საქმიანობის ცნებიდან, არამედ ხაზს უსვამს პ-ული უნარების შაბლონს, რომელიც სოციალურად გამყარებულია და სოციალური სტრუქტურაციის პროცესის შედეგია. სუბიექტზე ორიენტირებული მიდგომის მეშვეობით შეიძლება აიხსნას, თუ როგორ განსაზღვრავს პ. ამა თუ იმ ადამიანის აზროვნებასა და მოქმედებას და რა წვლილი შეაქვს პროფესიას სოციალური უთანასწორობის თაობიდან თაობაზე გადაცემასა და გამყარებაში.




image




ვიმედოვნებ, რომ ყველა ჩვენგანს მოგვწონს და გვიყვარს ჩვენი სამსახური, მითუმეტეს, თუ ის პროფესიული განხრით გვაქვს არჩეული. სამსახური ხომ ოჯახის შემდეგ ის ადგილია, სადაც კვირაში სულ ცოტა 40 საათს ვატარებთ და ვიძენთ კარგ მეგობრებს და შეკრულ კოლექტივს. თუ რა თქმა უნდა სამსახურში დაბალი ხელფასი არ გვაქვს, ასევე ადგილი არ აქვს არაადეკვატურ მოთხოვნებს უფროსების მხრიდან და უსამართლობებს თანამშრომლების მხრიდან.



მჯერა, რომ ბევრი წუწუნებთ საკუთარი პროფესიის ან არაპროფესიული სამსახურის გამო და თუ შენ, რომელიმე მათგანი კითხულობ ამ სტატიას, დაგამშვიდებ, რადგან გაგიმართლა. დღევანდელი სტატიის თემის გმირები ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდნენ საკუთარი პროფესიით.



ყველაზე უსიამოვნო და ამაზრზენი პროფესიები






1. საკანალიზაციო მილებისა და ტყავების მწმენდავები. ორი პროფესია მოქცეულია ერთ პარაგრაფში, ვინაიდან ამ პროფესიის ხალხი ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა საქმით. დღის მანძილზე საათების განმავლობაში უწევდათ იმ საშინელებების კეთება, რის გამოც შროშანის სუნი ნამდვილად არ ასდიოდათ. imageimage





2. ცოცხალი გველებიდან შხამის გამოწველა. image
შხამიანი გველების წველა შუა საუკუნეების ერთ-ერთი გავრცელებული პროფესიაა, რომელიც დღემდე თითქმის უცვლელი დარჩა. დღესაც, ქვეწარმავლების შხამი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში მედიკამენტების წარმოებისთვის. წარმოსადგენადაც რთულია, როგორი სარისკოა.




3. სუნის ექსპერტები.image
მსოფლიოს მრავალი კომპანია, საკვებს აწარმოებს ის თუ სუნამოს, სჭირდება სუნის ექსპერტები, რომლებიც ეხმარებიან კომპანიას პროდუქციისთვის ზუსტ და შესაბამისი სურნელის დასმაში. ფოტოზე კი მოცემულია ერთ-ერთი ასეთი პროფესიის ხალხი მუშაობის პროცესში, რომლებიც ოფლის სუნის შესაბამისად ეხმარება დეოდორანტების მწარმოებელ კომპანიას შესაბამისი სუნის და ეფექტის დეოდორანტის წარმოებაში.




4. ბუხრის მწმენდავი. image
გასულ საუკუნეში, ოთხიდან რვა წლის ბავშვები ჩვეულებრივ მუშაობდნენ ბუხრის გამწმენდად. უბედური ბავშვები მთელი დღე საშინელ პირობებში მუშაობდნენ. სწორედ ამ პროფესიის წყალობით შეიტყვეს ხალხმა დაავადების შესახებ, რომელსაც მოგვიანებით „საკვამურის კიბო“ უწოდეს.


ბავშვების სხეულზე კანის ჭვარტლთან მუდმივი კონტაქტის შედეგად წარმოიქმნებოდა მტკივნეული წყლულები, რომლებიც გარდაიქმნებოდა სიმსივნედ, რომელიც სწრაფად მეტასტაზებდა შინაგან ორგანოებშიც. პატარა ბუხრის გამწმენდების საშინელმა ბედმა ბრიტანეთის ხელისუფლებაც კი აიძულა მიეღო კანონი, რომელიც კრძალავს 16 წლამდე ასაკის პირების დასაქმებას ამ პროფესიაზე.




5. სამეფო დეგუსტატორი.image
ეს იყო ძალიან საპატიო პროფესია, მაგრამ ძალიან საშიში. ძნელი წარმოსადგენია, რამდენმა დეგუსტატორმა დაკარგა სიცოცხლე, გახდნენ შხამის მსხვერპლი, რომელიც შექმნილი იყო გვირგვინოსანი დამსაქმებლის კუბოში გასაგზავნად. თუმცა, არსებობს ხმები, რომ საუკეთესო დეგუსტატორებმა შეძლე საკვებში შერეული შხამის ამოცნობა საკვების შეცვლილი სუნით და მმართველები დროულად გააფრთხილეს საფთხის შესახებ, რითიც დაიცვეს მათი და საკუთარი სიცოცხლე.





0
229
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0