x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"თქვენ კი, უბრალოდ მართლა მონები ხართ, ყმები ხართ დასავლეთის!"-ბაკურ სვანიძე
image



"რით გ ა ნ ვ ს ხ ვ ა ვ დ ე ბ ი თ? აი, ზუსტად ამით! - ახლა რომ ა მ ე რ ი კ ა მ გააუქმოს ვ ი ზ ე ბ ი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ერთ ე.წ. "რ უ ს ე თ უ მ ე ს" მაინც თუ დამისახელებთ ვისაც ეს ე წ ყ ი ნ ებ ა? ვინც ერთ ამბავს აწევს - "აიტ! რატომ გაგვიუქმა ვიზები ამერიკამო?
რა პონტია, უნდა გ ა ვ ა პ რ ო ტ ე ს ტ ო თ ო!" - ერთი მაინც გეგულებათ ასეთი "რუსეთუმე"?
პ ი რ ი ქ ი თ, ძალიან გ ა გ ვ ი ხ ა რ დ ე ბ ა! სადაც კი ქართველი კაცი თავის
ხეირს ნახავს, ცოტა სულს ამოითქვამს, ამერიკაში იქნება, რუსეთში თუ მარსზე - მივესალმებით ყველაფერს!
თქვენ კი, უბრალოდ მართლა მ ო ნ ე ბ ი ხართ, ყმები ხართ დ ა ს ა ვ ლ ე თ ი ს! საქმეც ეგაა, რომ განა თავად თქვენ გაქვთ რამე საწინააღმდეგო რუსეთში თუ ვინმე ქართველი უვიზოდ წავა და ხეირს ნახავს, არა უბრალოდ გ ე შ ი ნ ი ა თ, რომ თქვენი ბ ა ტ ო ნ ი, თქვენი მფალობელი, თქვენი მეპატრონე დასავლეთი გ ა ბ რ ა ზ დ ე ბ ა!
აი, ესაა თქვენი მუცლის გვრემა და ამიტომ ხართ აკანკალებული და ამიტომ ხართ აჭყვიტინებული! სხვა არაფერია მანდ!
ხედავთ განსხვავებას? ჩვენ, ვისაც თქვენნაირი მართლა ღ ო რ ე ბ ი "რუსეთუმეებს" გვიწოდებთ სრულიად უარგუმენტოდ, სინამდვილეში, ვართ ადამიანები, ვისთვისაც მთავარი საქართველოს, ქართველი გლეხის, ქართველი ადმიანის კეთილდღეობაა! თქვენთვის კი, მთავარია "დასავლეთი არ გაბრაზდეს!" და ქართველ ადამიანს თუნდაც სული გასძრობია შიმშილისგან!
აქეთ რო "ირონიობთ" - "რუსეთის არგაღიზიანებაო", სინამდვილეში თქვენ თავად ი&ვამთ იმის შიშით, რომ ემანდ რაიმეთი დასავლეთი არ "გააღიზიანოთ" არ "გაანაწყენოთ", ზურგი არ გვაქციოს დასავლეთმა - თავად გაქვთ ასეთი შიშები და ჩვენ გვაბრალებთ...
ასეა ეს სინამდვილეში და რუსეთთან ვიზების გაუქმებამ კიდევ უფრო ნათლად გამოაჩინა თქვენი რეალური სახე."-წერს სოციალურ ქსელში ბაკურ სვანიძე.
შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველოს მიმართ სავიჟო რეჟიმი პირველად 2000 წელს შემოიღო, მიზეზი ჩეჩნეთის ომი გახდა, პუტინის თქმით, საქართველოს მხრიდან ვერ კონტროლდებოდა საზღვარი და მას „ბოევიკები“ უპრობლემოდ კვეთდნენ.მაშინ რუსეთის მთავრობამ ისიც აღნიშნა, რომ ეს დროებითი ღონისძიება იყო, თუმცა ამის შემდეგ საქართველო მოსკოვთან მძიმე გეოპოლიტიკურ კლინჩში შევიდა, ამას მოყვა 2008 წლის აგვისტოს ომიც და რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ამ ფონზე სააკაშვილმა საკმოდ მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა, მან ცალმხრივად გააუქმა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის, მეტიც 2006 წელს რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის და ბორჯომის იმპორტის აკრძალვის შემდეგ საქართველოში ჩამოფრენილ რუს ტურისტებს, აეროპორტშივე ერთ ბოთლ ქართულ ღვინოს ჩუქნიდნენ.



„დაე, ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა, ფულის ჩადება, ფულის გატანა, შემოტანა, ბიზნესის კეთება, წარმოების აწყობა, ხალხის დასაქმება და ის იქნება ისევე დაცული და შეეძლება თავისუფლად გადაადგილება, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს... იცოდნენ რუსმა ტურისტებმა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში, მათ არავინ დაუშლის მონატრებული ქართული ღვინისა და ბორჯომის დალევას“.-ასე ახსნა მაშინ თავის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა.




რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2012 წელს გაუქმდა.ამის შემდეგ სავიჟო რეჟიმი მოქმედებდა.




2023 წლის მაისში რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთის სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება. უვიზო რეჟიმი ძალაში 15 მაისიდან შევა.


განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებში რუსეთში შესვლას ვიზის გარეშე შეძლებენ. თუმცა ვიზა კვლავ იქნება საჭირო სამუშაოდ ან 90 დღეზე მეტხანს წასასვლელად.


რაც შეეხება რუსეთში უვიზოდ გამგზავრებას, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ რუსეთში უვიზოდ 180 დღიდან 90 დაყონ.


0
284
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0