x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509049
დარეჯან მეფარიშვილი: "ზონა გადაკეტა და ბუნტი მოაწყო.."

image
"ამ კაცზე უნდა მოგიყვეთ! ძალიან მაგარი კაცი! მრავალი წელი რუსთავის ციხის უფროსი იყო ბატონი ვალოდია. მე ახალი თაობის ჟურნალისტი.


არასდროს მიმიმართავს ბატონოთი, სულ, გაცნობის დღიდან, უფროსოს ვეძახდი. დღემდე ასეა.


ჰოდა, ერთხელ მირეკავს და მეუბნება: დარეჯან, 100 კაცი მყავს ციხეში, 100-ვე უკანონო პატიმარია. შენს გარდა ამათ ვერავინ გაათავისუფლებს და მიშველე.


გავიქეცი რუსთავში. თურმე, 100 პატიმარს უწევს ვადაზე ადრე გათავისუფლება და დეპარტამენტი დოკუმენტებს არ აწერს ხელს.



დავჯექი და დავწერე სტატია. მეორე დღეს მირეკავს სად-იდან ერთი ჩემი ნაცნობი და მეუბნება: გივი ყვარელაშვილს რამე რომ დაემართოს შენ დაგიჭერენ იცოდე. ამ დილით შენი სტატია წაიკითხა და სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა.


მოკლედ, ასე გავათავისუფლეთ უფროსმა და მე 100 პატიმარი. რაც მთავარია, არ დამალულა ზოგიერთივით - შენ დაწერე, მე ღიად ვერ ვიტყვი, პოზიცია არ დაუჭერია. ღიად ილაპარაკა. მეტი საქმე არა მაქვს მგლების ხახაში მარტო ჩაგაგდოო.


ცოტა მოგვიანებით, ზონა გადაკეტა, პატიმრებს ყურადღება მიაქციეთ, თორემ ბუნტს მოვაწყობო. გაგიგიათ ასეთი რამ? არა, ხომ?


აი, ასეთი კაცია და საქმე ისაა, რომ მართლა გადაკეტა ზონა, არ ვხუმრობ და მართლა მოაწყო ბუნტი!მაგარი კაცია უფროსი, დიდხანს კარგად ამყოფოს უფალმა!" - წერს დარეჯან მეფარიშვილი.


1
168
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
168
  
2023, 9 მაისი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1