x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
300 წლის ხანგრძლივობის მოგზაურობა და გამქრალი მსახიობი, რომელიც მეტად უცნაურ ვითარებაში აღმოაჩინეს (ნამდვილი ამბები)

ეს ისტორია იტალიელი ეპისკოპოსის გოდფრიდ ვიტერბიელის (Godefridus Viterbiensis) ნაშრომებს შორის აღმოაჩინეს, რომელიც XII ს-ის I ნახევარში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.


image


ერთხელ რამდენიმე ბერი, პუენტ-დე-სენ მატეს სააბატოდან (ბრეტანი, საფრ.) მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად, გემით გაემგზავრა და გიბრალტარის სრუტეში, ისინი უძლიერეს შტორმში მოყვნენ. მათ გემს ტალღები აქეთ-იქით ახეთქებდა, – ცაში ელვა და ზღვაზე ქარი რამდენიმე საათის მანძილზე არ შეწყვეტილა. ბერები გულმოდგინედ ლოცულობდნენ და გადარჩნენ. ეტყობა რომ, მათ იმ დღეს სიკვდილი არ ეწერათ...

ქარიშხალი ნელ-ნელა ჩაწყნარდა, ცა მოიწმინდა და ჰორიზონტზე რაღაც კუნძული გამოჩნდა. გემი მის სანაპიროს მიუახლოვდა და მგზავრები ხმელეთზე გადავიდნენ.

ის, რაც მათ დაინახეს, მართლაც რომ გამაოგნებელი იყო: ოქროს სასახლე და ქვაფენილი, რომელიც მისკენ მიდიოდა. მოგზაურებმა პირდაპირ სასახლისკენ აიღეს გეზი და როდესაც მივიდნენ, მათ შესახვედრად ორი მოხუცი გამოვიდა:

– ვინ ხართ და რა მიზნით მობრძანდით? – დაინტერესდნენ ისინი.

ბერებმა განუმარტეს, რომ იქ სრულიად შემთხვევით, ტალღების განგებით მოხვდნენ.

– აქედან სასწრაფოდ წადით, რადგან აქაური დღე, დედამიწაზე, 300 წლის ტოლფასია, – უთხრა მათ ერთ-ერთმა მოხუცმა.

ბერებმა დაუჯერეს და კუნძული სასწრაფოდ დატოვეს. გარკვეული დროის შემდეგ, ისინი მშობლიურ სააბატოში დაბრუნდნენ. მაგრამ, იქ ყველაფერი შეცვლილი დახვდათ. გარდა ამისა, ყველა ბერი, მონასტრის წინამძღოლის ჩათვლით, მათთვის უცნობი იყო. წინამძღოლმა, ძველ ჩანაწერებში, მათი სახელები და გამგზავრების ისტორია მოძებნა და აღმოჩნდა, რომ ჩანაწერი, თითქმის, 3 საუკუნის წინ იყო გაკეთებული.

სად იყვნენ ისინი იმ დროის მანძილზე და რა კუნძულზეა ამ ისტორიაში საუბარი, დღემდე გამოცანად რჩება.


***


არანაკლებ უცნაურია მსახიობის ისტორია, რომელიც გადასაღები მოედნიდან გაქრა და...

ХХ საუკუნეში, ლეგენდარული პომპეის გათხრების დროს, არქეოლოგებმა ფერფლით დაფარული ადამიანის გაქვავებული სხეული აღმოაჩინეს. იგივე ფერფლმა, კარგად შემოინახა არა მარტო მისი ნეშტი, არამედ სამოსის ნაწილი და აქსესუარები. გარდაცვლილი, მამაკაცი აღმოჩნდა და მისი სიკვდილის მიზეზი ვულკანი ვეზუვის ამოფრქვევა იყო. აღნიშნული აღმოჩენის შესწავლამ კი, მეცნიერები და არქეოლოგები საგონებელში ჩააგდო – ეს ყველაფერი, ნამდვილად წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იყო. მაგრამ, კვლევამ აჩვენა, რომ ფერფლის ქვეშ მოყოლილი ადამიანი XIX – XX სს-ში ცხოვრობდა... და რა გამოვიდა? ჩვენს დროში დაიბადა და I საუკუნეში გარდაიცვალა? გამოცანად დარჩა ისიც, თუ როგორ მოხვდა ეს ადამიანი 79 წელში და სწორედ იქ, სადაც ვეზუვი ამოიფრქვა. ჩვენ კი, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ: ის რაღაცნაირად, ან დროის ხაფანგში მოხვდა, ან დროის მანქანა გამოიგონა და პორტირებით წარსულში გადაინაცვლა. იდუმალ უცნობს მკვლევარებმა, სამეცნიერო ფანტასტიკის ფუძემდებლის, ჰერბერტ უელსის პატივსაცემად, «ბატონი უელსი» დაარქვეს.


image


თუმცა, ეს სახელი მას დიდი ხანს არ «უტარებია». გარკვეული დროის შემდეგ, ლითონის სამაჯურის მიხედვით, რომელიც მას ხელზე ეკეთა და რომელზეც მისი სახელი იყო ამოტვიფრული, «ბატონი უელსის» სხეულის «ამოცნობა» მოხდა. აღმოჩნდა, რომ ის კასკადიორი და კინომსახიობი უილიამ გრინი იყო, რომელსაც 1925 წ. ფილმში – «ბენ ჰური: ქრისტეს ისტორიაში» იღებდნენ.

ფილმის გადაღება კალიფორნიაში, ქ. კალვერ–სიტის მახლობლად მიმდინარეობდა, რომელშიც ახალგაზრდა, მაგრამ პერსპექტიული კასკადიორი უილიამ გრინიც მონაწილეობდა. როდესაც ეტლებით შეჯიბრის სცენას იღებდნენ, ის უეცრად გაქრა, – თითქოს მიწამ ჩაყლაპა. იმ დღეს ეძებეს, მაგრამ ვერ მიაგნეს. შემდეგ, გადაღება სხვა ქალაქში გაგრძელდა და მსახიობი აღარ მოუკითხავთ. მას არც ოჯახი ჰყავდა და ისე მოხდა, რომ ნორმალურად არავის მოუძებნია... და ალბათ, არც არავის გაახსენდებოდა, რომ არა არქეოლოგების მიერ, პომპეიში აღმოჩენილი სამაჯური, რომელზეც ეწერა: «უილიამ გრინი. «ბენ ჰური». 1925 წელი».


image

imageარხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (VII ნაწილი)

* სარწმუნოებისთვის წამებულები 2 საუკუნის შემდეგ გაცოცხლდნენ... და ამის მოწმე მთელი ქალაქი იყო

* საოცარი რეინკარნაცია: ინგლისელმა გაიხსენა, როგორ მუშაობდა ტაძრის მცველად 2000 წლის წინ


2
367
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
367
  
2023, 7 მაისი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 5 მაისი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2