x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იესო ქრისტე და გეი მოციქულები-გამოფენა ევროპარლამენტში,რამაც მემარჯვენეთა აღშფოთება გამოიწვია
image


ევროდეპუტატების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია ევროპარლამენში გამოფენილმა ნახატმა, სადაც იესო "გეი მოციქულებით" არის გარშემორტყმული


ვეროპარლამენტში მემარჯვენე ფრთას მიაჩნია, რომ ტყავში გამოწყობილი იესოს მოწაფეები "მკრეხელობაა". კიდევ ერთი ფრაგმენტი ასახავს ჯარისკაცს, რომელიც მიგრანტებით სავსე ნავს ფეხს ურტყამს და უკან უბიძგებს.




ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულმა გამოფენამ, სადაც იესო გამოსახულია ტყავის კოსტუმებით და ჯაჭვებით გარშემოტყმული გეი მამაკაცებით, გამოიწვია იტალიელი და პოლონელი მემარჯვენე პოლიტიკოსების განრისხება, მიაჩნიათ, რომ ეს არის პროვოკაცია და მკრეხელობა



„ის წარმოადგენს იესოს, რომელიც გარშემორტყმულია სადომაზოხისტი მონების სახით ჩაცმული მოციქულებით“, განუცხადა გამოცემა The Times-ს იტალიის ულტრამემარჯვენე ლიგის ევროპარლამენტარმა მარია ვერონიკა როსიმ.

image

მემარცხენე ჯგუფმა, რომელიც შედგება კომუნისტებისა და ულტრამემარცხენე პოლიტიკოსებისგან მთელი ევროპიდან, წარმოადგინა ეს ნამუშევარი, როგორც შვედი მხატვრის, ელიზაბეტ ოლსონის წინააღმდეგობრივი ნახატების გამოფენის ფარგლებში.


კიდევ ერთი საკამათო ფრაგმენტია, ნახატი, სადაც ჩანს ჯარისკაცი, რომელიც მიგრანტთა პატარა ნავს ზღვაში უბიძგებს.

image

ულტრამემარცხენე ევროპარლამენტარმა, რომელმაც გამოფენა მოაწყო, თქვა, რომ გამოწვეულმა რეაქციამ დაადასტურა, თუ რატომ უნდა იყოს გამოფენილი ეს კონკრეტული ნახატები.


" ეს ადასტურებს იმას, რომ სწორი გზით მივდივართ"-განაცხადა მან.

0
315
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0