x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"უჩივლო ღმერთს" და "საკუთარ თავს"... - სასამართლოში განხილული 3 ყველაზე უცნაური საქმე
image


1)ბევრს სწამს ღმერთის, მაგრამ გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელსაც გადაწყვიტა ეჩივლა ღმერთისთვის.


2007 წლის 14 სექტემბერს, 70 წლის ერნი ჩემბერსმა, სენატორმა ომაჰიდან, ნებრასკას შტატი, სარჩელი შეიტანა თავად ღმერთის წინააღმდეგ და ამტკიცებდა, რომ ღმერთმა გამოიწვია ან არაპირდაპირი მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კატასტროფებში: წყალდიდობები, ქარიშხლები, ტორნადოები, მიწისძვრები და ეპიდემიები. სარჩელი მოიცავდა მოთხოვნას, რომ ღმერთმა შეწყვიტოს ასეთი დივერსიული საქმიანობა.


ჩამბერსის მტკიცებით, მან სარჩელი შეიტანა იმისთვის, რომ საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს სულელურ კანონებს, რომელიც იძლევა ასეთი სასაცილო სარჩელების შეტანის საშუალებას.



გაინტერესებთ საქმე რატომ დაიხურა?ღმერთის მუდმივი მისამართის არქონის გამო.

image

2)1997 წელს 38 წლის ელექტრიკოსმა ბობ კრაფტმა სახელი შეცვალა და დაირქვა "შერეკილი" (Jackass)). მონტანას ქალაქ ჰოტ სპრინგსის მკვიდრი რამდენიმე წელი მშვიდად ცხოვრობდა ამ სახელით, სანამ 2000 წელს MTV-მ შოუ „Jackass“ მაუწყებლობა არ დაიწყო. ეს იყო სერიალი, რომელშიც სხვადასხვა სასაცილო ხრიკებით და ხუმრობებით იყო სავსე . ამის შემდეგ ჩვენი სიუჟეტის გმირს სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ სარჩელი შეეტანა სერიალის გადამღებ მედიაკომპანია VIACOM-ის წინააღმდეგ, იმის მტკიცებით, რომ მისი სახელი უკანონოდ გამოიყენეს და მეტიც, "ტალახში ამოთხვარეს ".


რადგან მისი სახელი გამოიყენეს ასეთი საზიზღარ შოუში, მან მორალური ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 10 მილიონი დოლარი მოთხოვა. საქმე საბოლოოდ დაიხურა, რა თქმა უნდა მას 10 მილიონი კი არა, ცენტიც არ გადაუხადეს.

image


3)უცნაურ და სასაცილო სარჩელებს რა გამოლევს, ეს იქნება მსხვილი კორპორაციების, ცნობილი ადამიანების ან თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. მაგრამ რა უნდა მოხდეს, რომ ადამიანმა საკუთარ თავს უჩივლოს?


ეს არის ზუსტად ის, რაც 1995 წლის მარტში გააკეთა რობერტ ლი ბროკმა, ვირჯინიის ქალაქ ჩესაპიკში მდებარე Indian Creek-ის გამოსასწორებელი კოლონიის პატიმარმა. მან საკუთარი თავის წინააღმდეგ ხუთი მილიონი დოლარის ოდენობის სარჩელი შეიტანა.


ბროკის თქმით, 1993 წლის 1 ივლისს მან დაარღვია თავისი სამოქალაქო უფლებები, რაც ეწინააღმდეგებოდა მის რელიგიურ მრწამსს, როდესაც მთვრალი იყო და დააპატიმრეს მსხვილი ქურდობისა და ძარცვისთვის. მომდევნო 23 წლის განმავლობაში ციხეში იჯდა, ბროკმა ვერ გამოიმუშავა საკმარისი თანხა, რათა გადაეხადა სარჩელის თანხა, ამიტომ გადაწყვიტა, მის ნაცვლად სახელმწიფოს დაეფარა ეს თანხა. საქმე დაიხურა, რადგან ეს ტიპი აშკარად არანორმალური იყო. მაგრამ მოსამართლემ აღნიშნა, რომ ბროკის გეგმა საკმაოდ გამომგონებლური იყო.

image

3
102
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
102
  
2023, 4 მაისი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 3 მაისი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 მაისი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3