x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2013 წლის ყველაზე კურიოზული დანაშაულები




image 1-ბანკომატმა მილიონი მანეთი მისცა-როსტოვის პოლიციამ დააკავა 29 წლის მამაკაცი, რომელსაც ბანკომატმა 40 000 მაგივრად 250 000 რუბლი მისცა.

მამაკაცი მიხვდა რა, რომ ბანკომატი მის სასარგებლოდ "უბერავდა", კიდევ 4-ჯერ გაიმეორა კომბინაცია და საბოლოოდ მილიონი ჩაიდო ჯიბეში და ადგილიდან მიიმალა.

დამნაშავე პოლიციამ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე და მარტივად დააკავა.image























2-პაციენტებმა საავადმყოფოში ჰაშიშის წარმოება დაიწყეს-კემეროვის ოლქში ადგილობრივი ტუბდისპანსერის პაციენტებმა პალატაში ჰაშიშის ლაბორატორია გააკეთეს, მათ ქოთნების მეშვეობით კანაფი მოჰყავდათ, ისე რომ მედპერსონალი ბაიბურში არ იყო.პოლიციამ ამის შესახებ ანონიმური წყაროს მეშვეობით გაიგო, ამოღებული იქნა მოხმარებისთვის გამზადებული 100 გრამი ჰაშიში.image


3-ფეხბურთის მწვრთნელი ხელფასს არარსებულ გუნდის "წვრთნაში" იღებდა.-მურმანსკის ოლქის ქალაქ სევერომორსკის სპორტული სკოლის დირექტორმა ფულის შოვნის ორიგინალურ ხერხს მიმართა, იგი გახდა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი და ხელფასი დაინიშნა 65 000 რუბლი.თუმცა გუნდი მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.3 წლის განმავლობაში სამაგიეროდ მან რამდენჯერმე იმოგზაურა ეგვიპტეში.image
















4-ნორვეგიელი მონადირე-მონადირემ ლოსს დაუმიზნა, თუმცა ტყვია ააცილა, ლოსი გაიქცა, ხოლო ტყვია ტუალეტში მჯდომ მოხუცს მოხვდა, რომელიც იქვე აგარაკზე იმყოფებოდა.მოხუცი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი და მალე გამოჯანმრთელდა, თუმცა "ზუსტი დამიზნების ოსტატით" სამართალდამცავები დაინტერესდნენ.image



























5-ფრანგმა სტუდენტებმა ცირკიდან ლამა მოიპარეს-ქალაქ ბორდოდან სტუდენტებმა ცირკიდან ლამა მოიპარეს და ღამით ქუჩაში დაასეირნებდნენ, შემდეგ კი ცხოველთან ერთად ტრამვაიში ავიდნენ.ამის შემდეგ ვატმანმა გამოიძახა პოლიცია, ცხოველი არ დაზიანებულა, ხოლო ცირკის დირექტორმა ცელქ სტუდენტებს უჩივლა.image


































6-ამერიკელმა პოლიციასთან იჩივლა იმის გამო, რომ მეზობლებმა მასთან ერთად არ დალიეს-ფლორიდის მაცხოვრებელი მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მან ორჯერ გამოიძახა მეზობლებთან პოლიცია, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან ერთად სპირტიანი სასმელის დალევაზე.

დაკავებულმა ჯეიმს კოლინზმა პოლიციას აუხსნა, რომ ნაწყენი იყო იმის გამო, რომ მასთან ერთად დალევა არ ისურვეს მეზობლებმა მის დაბადების დღეზე.image




















7-მექსიკაში საიუველირო მაღაზია ზომბებმა გაქურდეს-2 ნოემბერს მეხიკოში იმართება სახალხო დღესასწაული "მიცვალებულების დღე", ხალხი ამ დღეს საკარნავალო კოსტუმებით დადის.

მძარცველებმა 75, 5 ათასი დოლარის საიველირო ნაწარმი მოიპარეს.დამნაშავეები ჯერჯერობით ვერ დააკავეს.



(პირველი ნაწილის დასასრული)









1
1205
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1205
  
2014, 20 მარტი, 12:37
მაინც რომელი ზუსტი დამიზნებისთვის იჭერენ იმ კაცს?:))))))))))))))))))))))
0 1 1