x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნუ აწყენინებთ მუსიკოსს - ერთი სიმღერის ისტორია, რომელმაც ავიაკომპანია კინაღამ გააკოტრა

image

2008 წელს, კანადური პოპ-ფოლკ დუეტის Sons of Maxwell -ის წევრი დეივ კეროლი აშშ-დან კანადაში ბრუნდებოდა რა დროსაც ძალზე უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა, პირველ რიგში როგორც მუსიკოსს.




მას სურდა თავისი საყვარელი Taylor-ის ფირმის გიტარა ხელბარგთან ერთად აეტანა სალონში, მაგრამ ავიაკომპანია United Airlines-მა მას უარი უთხრა და ინსტრუმენტი ბაგაჟის სახით გაატარეს. დეივმა თვითმფრინავში დაჯდომის შემდეგ დაინახა, რომ მისი გიტარა დანარჩენ ბარგთან ერთად ბეტონზე მოისროლეს. შედეგად, Taylor-ი იმ დონეზე გატყდა, რომ შეკეთებას აღარ ექვემდებარებოდა.




United Airlines-მა მიიღო პრეტენზია დეივისგან, მაგრამ მუსიკოსისს კომპენსაციის გადახდაზე უარი უთხრა.



image

შედეგად დეივ კეროლი შემოქმედებითად მიუდგა ამ საკითხის გადაწყვეტას: მან დაწერა სიმღერა "United Breaks Guitars", სადაც აღწერა United Airlines-თან არსებულ ვითარება.


სულ რაღაც ორ დღეში სიმღერის ვიდეოკლიპი ჰიტად იქცა, და იუთუბზე მილიონობით ნახვა დააგროვა.




რით დამთავრდა ეს ამბავი? გიტარის მწარმოებელმა Taylor-მა დეივს ორი ახალი გიტარა აჩუქა, ხოლო ავიაკომპანია United Airlines-ის აქციები სიმღერის გამოსვლის შემდეგ 10%-ით დაეცა, რის შედეგადაც კომპანიამ 180 მილიონი დოლარით იზარალა.




ავიაკომპანიამ დეივ კეროლს შთამბეჭდავი თანხის სანაცვლოდ კლიპის ამოღება სთხოვა ვიდეო ჰოსტინგიდან, მაგრამ მან პრინციპულად უარი უთხრა.

სხვათა შორის დუეტმა ამავე თემაზე ტრილოგია შექმნა, 2009 წელს გამოდის სინგლი "United Breaks Guitars: Song 2" და 2010 წელს "«United We Stand' on the Right Side of Right".




მუსიკის გარდა დუეტი-ძმები დონ და დეივ კეროლები მეხანძრეებად მუშაობდნენ.






0
97
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0