x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134574
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
როგორ შექმნეს კანადაში სპეციალური აპარატი ჰომოსექსუალების გამოსავლენად
image


1960-იან წლებში კანადის მთავრობამ გადაწყვიტა ყველა ჰომოსექსუალი ჩინოვნიკის იდენტიფიცირება. მათი ამოცნობისთვის გამოიგონეს „ხილის მანქანა“ - აპარატი, რომელიც ეროტიკულ შინაარსის სურათებს ასახავდა.


კანადაში გეების სასტიკი დევნა დასრულდა მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს.ხოლო ჰომოსექსუალთა დევნის ერთ-ერთი ტიპიური მაგალითია 1962 წელს გამოგონილი სიცრუის დეტექტორის მსგავსი კანადური აპარატი„ხილის მანქანა“ (Fruit Machine).


დასავლეთი 1940-იანი და 1950-იანი წლების ბოლოს კომუნისტებისა და ჰომოსექსუალების დევნით იყო დაკავებული – ეს უკანასკნელნი ავტომატურად ფიქსირდებოდნენ როგორც „წითელი აგენტები“.



ასეთი იარლიყის მიზეზი იყო ცნობილი "კემბრიჯელი ხუთეული" - მაღალი რანგის ბრიტანელები, რომელიც მუშაობდნენ სსრკ-ს სასარგებლოდ. მათგან ორი ჰომოსექსუალი აღმოჩნდა.



ასევე მაკკარტის ეპოქაში ჩატარდა დახურული სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვითაც 1950-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში „აქტიური კომუნისტებისა და ანტიმილიტარისტების“ 20% სექსუალური უმცირესობები იყვნენ.



იმ წლების განმავლობაში შედარებით მშვიდი და თავისუფალი კანადაც ვერ გაექცა ჰომოსექსუალთა დევნას. 1950-იან წლებში საიდუმლო პოლიცია თვალყურს ადევნებდა სექსუალურ უმცირესობებს, რათა მოგვიანებით ისინი „შავ სიებში“ შეეყვანა, ამ ადამიანებს ეკრძალებოდათ წვდომა საჯარო სამსახურზე, ჯარზე, დაზვერვაზე და უმაღლეს ჰუმანიტარულ ინტელიგენციაზეც კი.


მაგრამ ხელისუფლებას სექსუალური უმცირესობების ძიება მხოლოდ ამ მეთოდით არ აკმაყოფილებდა. 1960 წელს გადაწყდა, რომ ყველა ჰომოსექსუალი გაეთავისუფლებინათ საჯარო სამსახურიდან.



1961 წელს კარლტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ფრენკ რობერტ უეიკმა შეიმუშავა ტესტი ჰომოსექსუალის სწრაფად იდენტიფიცირებისთვის. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით შეიმუშავა "ხილის მანქანა", პოლიგრაფის მსგავსი აპარატი.


სუბიექტს აძლევდნენ სიტყვების ასოციაცის და ასევე აჩვენებდნენ სურათების სერიას, რომელთა შორის იყვნენ ნახევრად შიშველი კაცები და ქალები. აპარატის სენსორებით მავთულები მიმაგრებული იყო სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მას უნდა ჩაეწერათ ოფლიანობა, გულის შეკუმშვა, პულსი და ა.შ. ამავდროულად, მოწყობილობა აღწერდა გამოსაცდელის რეაქციას კონკრეტულ სურათზე.


"ხილის მანქანამ" მუშაობა დაიწყო 1962 წელს. რა თქმა უნდა, სუბიექტებს არ ეუბნებოდნენ, რომ მათ ჰომოსექსუალობაზე ამოწმებდნენ, მაგრამ ტესტირებამ გამართლდა „სტრესის წინააღმდეგობის გამოვლენით“. მანქანა მუშაობდა 1967 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში მოხელეთა და სამხედროების 80% შემოწმდა. მათ შორის გამოვლინდა 9000 ჰომოსექსუალი. ისინი დაყვეს სამ ჯგუფად: აშკარა ჰომოსექსუალები, „ჰომოსექსუალების მსგავსი“ (დღეს მათ ბისექსუალებს ეძახდიან) და ლატენტური გეები. პირველები (დაახლოებით 1, 5 ათასი ადამიანი იყო) ამა თუ იმ საბაბით გაათავისუფლეს საჯარო სამსახურიდან, დანარჩენები ჩამოაქვეითეს, აუკრძალეს საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა და პირველივე შესაძლებლობისთანავე ცდილობდნენ მათ საჯარო სამსახურიდან ჩამოშორებას და საზოგადოებრივ სექტორში გადაყვანას. (მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონდუქტორები ან ტყის ინსპექტორები).



1967 წელს მედიამ გაიგო " ხილის მანქანის" არსებობის შესახებ და მთავრობას მოუწია პროგრამის დახურვა. ამავდროულად, ერთდროულად კანადურ საზოგადოებაში დაიწყო ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის სამოქალაქო კამპანია - ფაქტობრივად, იგი გხდა დასავლეთის პირველ ქვეყანა, სადაც იგი წარმატებით დასრულდა 1967-69 წლებში, როდესაც ერთნაირსქესიანთა სექსის კრიმინალიზაცია შეწყდა (მანამდე ანალური სექსის გამო 2 წლამდე პატიმრობა იყო დაწესებული).



თუმცა, კანადამ დიდი გზა გაიარა როგორც ჰომოსექსუალიზმის კრიმინალიზაციაზე, ასევე მის დეკრიმინალიზაციაზე.


ხელისუფლება აცხადებდა, რომ გაანადგურა Fruit Machine-ის ტესტების შედეგები, მაგრამ დროდადრო მათ შესახებ ინფორმაცია მაინც ვრცელდებოდა, როცა ირკვევა, რომ ესა თუ ის ადამიანი ამა თუ იმ საბაბით დაითხოვეს საჯარო სამსახურიდან.

0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0