x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ტექნიკური სახელმძღვანელო დაქირავებული მკვლელებისთვის

image


წიგნი–ცნობარი დაქირავებული მკვლელებისთვის, აშშ–ში 1983 წელს გამოიცა. თავდაპირველად, ჩაფიქრებული იყო, როგორც მხატვრული ლიტერატურული ჟანრი, მაგრამ ეს ფორმატი, სპეციალურად შეიცვალა Paladin Press გამომცემლობისთვის, რომელიც ცნობარებზე და ტექნიკურ სახელმძღვანელოებზე სპეციალიზირდებოდა. წიგნს კი, პირდაპირ ასე ერქვა: «კილერი: ტექნიკური სახელმძღვანელო, დამოუკიდებელი კონტრაქტორებისთვის» («Hit Man: A Technical Manual for Independent Contractors»).


imageწიგნის ყდა


ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ წიგნი დიასახლისმა და ორი შვილის დედამ დაწერა, ფლორიდიდან. წიგნის მთელი შინაარსი კრიმინალური რომანებიდან და ფილმებიდან არის აღებული — პლუს გარკვეული შემოქმედებითი ფანტაზია...

სამწუხაროდ, ზოგიერთმა მკითხველმა, ნაწარმოები აბსოლუტურად სერიოზულად მიიღო, რამაც გამომცემლის წინააღმდეგ, მთელი რიგი სასამართლო პროცესები გამოიწვია. ერთ–ერთი საჩივარი სამმაგი მკვლელობის მსხვერპლთა ნათესავებს ეკუთვნოდათ. მათი მტკიცებით, დანაშაულის მომზადებისას, კილერმა სწორედ ამ ცნობარის რჩევებით ისარგებლა...

შედეგად, წიგნის გამოცემა შეწყდა. ეს პირველი შემთხვევა იყო ამერიკული გამომცემლობის ისტორიაში, როდესაც გამომცემელი პასუხისგებაში იყო მიცემული, მკითხველის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ნაკურთხი წყლის ეფექტი

* ვამკვიდრებთ ახალ ტერმინს – იცით რა არის კლეპტოკრატია?

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (VI ნაწილი)



1
214
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
214
  
2023, 25 აპრილი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1