x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 საუკეთესო ისტორია მორალით
სათაგური


1. ერთხელ თაგვმა შეამჩნია, რომ ფერმერმა, ფერმაში, სათაგური დადო.

ის ამის შესახებ, მოუყვა ქათამს, ცხვარს და ძროხას. მაგრამ ყველამ უპასუხა: “ სათაგური - შენი პრობლემაა, ჩვენთან მას არაფერი აქვს საერთო!"

მოგვიანებით, სათაგურში გველი მოხვდა და ფერმერის ცოლს უკბინა.


ავადმყოფი ცოლისთვის, ფერმერმა ქათმის სუპი მოამზადებინა. შემდეგ, დაკლა ცხვარი, ცოლის მნახველები, რომ დაეპურებინა და ბოლოს, დაკლეს ძროხა, რომ ფერმერის

ცოლი ღირსეულად გაეცილებინათ უკანასკნელ გზაზე.

და მთელი ამ ხნის მანძილზე, ყოველივე ამას, თაგვი, კედელში გაკეთებული ნახვრეტიდან, ადევნებდა თვალს და ფიქრობდა ისეთ რაღაცეებზე, რომლებსაც

არავისთან, არანაირი შეხება არა აქვს.


მორალი: თუ თქვენ რამე პირდაპირ არ გეხებათ, ნუ იფიქრებთ, რომ ეს რაღაც, ოდესღაც თავში არ დაგეცემათ.



2. არწივი ხეზე იჯდა, ისვენებდა და არაფერს აკეთებდა.

პატარა კურდღელმა დაინახა არწივი და ჰკითხა:

- შეიძლება მეც თქვენსავით დავჯდე და არაფერი ვაკეთო?

- რა თქმა უნდა, რატომაც არა, - უპასუხა მან.

კურდღელი დაჯდა ხის ქვეშ დასასვენებლად. უეცრად, საიდანღაც, მელა გამოჩნდა,

სტაცა კურდღელს პირი და შეჭამა.


მორალი: იმისათვის, რომ იჯდეთ და არაფერი აკეთოთ, თქვენ ძალიან, ძალიან, მაღლა უნდა იჯდეთ.



3. ფერმაში ცხენი გახდა ავად. ვეტერინარმა ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:

- დილით თუ არ ადგება, მე მას დავაძინებ.

დილით ცხენი არ ადგა. მას გვერდით ცხვარი მიუწვა.

ფერმერი და ვეტ-ექიმი მივიდნენ და ფერმერმა ცხენს უთხრა:

- ადექი, თორემ მოკვდები!

და ცხენი ადგა.

ცხენის გადარჩენით, გახარებულმა ფერმერმა წამოიძახა:

- ეს საოცრებაა! ეს უნდა აღვნიშნოთ! ასეთი შემთხვევის გამო, ჩვენ ცხვარს დავკლავთ!


მორალი: ნუ ჩაერევით სხვის საქმეში. მაგრამ, არც სათაგურის ისტორია დაივიწყოთ.



4. სამი ადამიანი ქვებს ეზიდებოდა.

ერთ-ერთს ჰკითხეს:

- რას აკეთებ?

მან შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და უპასუხა:

- მუშაობ.

მივიდნენ მეორესთან და იგივე კითხვა დაუსვეს.

მან პერანგის სახელოები გადაიწია და საქმიანად უპასუხა:

- ფულს ვაკეთებ.

მივიდნენ მესამესთან და იგივე კითხვით.

მან ზევით აიხედა და თქვა:

- ტაძარს ვაშენებ.


მორალი: მხოლოდ მისი ცხოვრება არის აზრიანი, ვინც დიად მიზანს ემსახურება.



5. ქალაქში ყველასთვის ცნობილი მილიონერი სახლში ტაქსით მივიდა. მან მძღოლს ზუსტად იმდენი გადაუხადა, რამდენიც მრიცხველზე იყო დაფიქსირებული. მძღოლს გაუკვირდა:

- მე გუშინ თქვენი ვაჟი მოვიყვანე და მან 100 დოლარი მომცა ზედმეტი.

- აბა რას ელოდით? მას მამა ჰყავს მილიონერი, მე კი ობოლი ვარ.


მორალი: მხოლოდ მან იცის ფულის ფასი, ვინც თავად გამოიმუშავებს მას.

2
1303
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1303
  
2015, 4 სექტემბერი, 15:23
ჯიგარია!!
2015, 1 ივლისი, 19:58
ძალზე საინტერესოცაა და ცხოვრებისეულიც.
0 1 2