x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა
image

აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე, პენტაგონმა გაასაიდუმლოა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ნაჩვენები არის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი საომარ ზონაში.


სადღაც ახლო აღმოსავლეთში, MQ-9 Reaper დრონის კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს იდუმალი სფეროს ფორმის ობიექტი, რომელიც დიდი სიჩქარით დაფრინავს.


თუ რა ობიექტი შეიძლება ყოფილიყო ეს, სამხედროებმა ვერ გაარკვიეს. დოქტორ შონ კირკპატრიკმა, ყველა რეგიონში ანომალიების ამოხსნის სამმართველოს დირექტორმა (AARO)განაცხადა, რომ ეს მოკლე ვიდეო არის ყველაფერი, რაც მათ გააჩნიათ და შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესაძლებელი იყოს იმის დადგენა, თუ რა სახის ობიექტმა გადაუფრინა საომარ ზონას. სინამდვილეში, ეს არის ყველა მონაცემი, რაც ჩვენ გვაქვს ამ მოვლენის შესახებ. მისი სრულად ამოცნობა მხოლოდ ამ ვიდეოდან პრაქტიკულად შეუძლებელი არის.



კირპატრიკმა აღნიშნა, რომ ამ ბოლო ხანებში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების დაფიქსირება მომრავლდა .

სააგენტო ადევნებს თვალყურს 650-მდე კონკრეტულ შემთხვევას, თუმცა მან განმარტა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ რომელიმე მათგანი უცხოპლანეტელების აქტივობის შედეგია.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პენტაგონი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს, მაგალითად 2020 წელს ერთაშად სამი ვიდეო გამოაქვეყნა.

1
192
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
192
  
2023, 23 აპრილი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1