x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქრისტეს 15 საუკეთესო ციტატა, როგორც ცხოვრებისეული სახელმძღვანელო

image

მნიშვნელობა არა აქვს ფანატიკოსი იქნები თუ მორწმუნე, აგნოსტიკი თუ ათეისტი, ან თუნდაც სხვა აღმსარებლობის, ქრისტეს ამ ციტატების წაკითხვის შემდეგ მეათეხარისხოვანი ხდება როგორც ზემოთ ნახსენები, ასევე ერთი კოვზით ეზიარები თუ ერთჯერადით, სახლში ილოცებ თუ ეკლესიაში, 100 სანთელს დაანთებ თუ არცერთს გულში ილოცებ თუ ხმამაღალა, ან თუნდაც ნუ ილოცებ...


***გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.



***იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის.





***თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის არ განვიკითხავ.



***მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის.


***ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს


***თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან სოფლის განსაკითხად კი არ მოვედი, არამედ სოფლის სახსნელად.


***რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.


***მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.


***მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება.



***ნუ განიკითხავთ გარეგნობით, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ




***როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.




***ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.


***ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ


***ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან."



***

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი.

მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.

პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.

და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა.

და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ


გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!

0
670
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
670
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0