x
image
დავითი ჩუთლაშვილი
შემაშფოთებელი პროგნოზი: 2275 წლისთვის კაცობრიობა “დიდი ფილტრის” წინაშე აღმოჩნდება?
არსებობს მრავალი თეორია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს კოსმოსში. აღნიშნულის შესახებ NASA-ში მოღვაწე მეცნიერების ჯგუფმა ცოტა ხნის წინ ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა.


მეცნიერების აზრით, ყველა ცივილიზაცია, რომელსაც კი ოდესმე გალაქტიკაში უარსებია, საკუთარ თავს ანადგურებს მანამ, სანამ ვარსკვლავთშორის მოგზაურობას შეძლებდეს. აღნიშნულ თეორიას “დიდი ფილტრის” თეორია ეწოდება და ის NASA-ში მოღვაწე მეცნიერების მიერ არ არის შემუშავებული, თუმცა Jet Propulsion-ის ლაბორატორიაში ცოტა ხნის წინ ამერიკელმა თეორეტიკოსებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს მასში. კერძოდ, მკვლევარების თქმით, კაცობრიობა დაახლოებით 250 წელიწადში მიაღწევს იმ პერიოდს, როცა კარდაშოვის შკალის 1-ელი ტიპის ცივილიზაცია გახდება (რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში მთელი პლანეტის ენერგიას ეფექტურად გამოვიყენებთ) და მაშინვე “დიდი ფილტრის” წინაშე აღმოჩნდება.


მაგრამ მაინც კონკრეტულად რა შეიძლება მოგვევლინოს “დიდი ფილტრის” როლში?


NASA-ს მეცნიერების თქმით “დიდი ფილტრი” ჩვენი ცივილიზაციისთვის შესაძლოა გახდეს გლობალური დათბობა, გიგანტური ასტეროიდის დაცემა, ატომური ომი, პანდემია ან ხელოვნური ინტელექტი.



“დიდი ფილტრის” თეორია 1996 წელს ფერმის პარადოქსის საპასუხოდ იქნა შედგენილი. ფერმის პარადოქსი სვამს კითხვას, თუ რატომ არ ჩანან უცხოპლანეტელები, თუ სიცოცხლის წარმოშობა მართლა ასეთი იოლია. “დიდი ფილტრის” თეორია სულ უფრო პოპულარული ხდება იმის კვალობაზე, რაც უფრო მეტ ეგზოპლანეტას ვპოულობთ. მეცნიერები დღეს აქტიურად განიხილავენ ვერსიას, რომლის მიხედვითაც რაღაც ეტაპის შემდეგ ნებისმიერი ცივილიზაცია საკუთარ თავს თავად ანადგურებს და სწორედ ამის გამო ჩვენი გალაქტიკა სრულიად ცარიელია.


“დიდი ფილტრის” არსებობა თუ ბუნების კანონია, მაშინ ჩვენც მოგვიწევს მის წინაშე წარდგომა. ჯონათან ჯიანგის აზრით ეს 2275 წელს მოხდება.


კაცობრიობა “დიდ ფილტრს” თუ ვერ გადალახავს, ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე სრულად განადგურდება. სამაგიეროდ, თუ ჩვენ მას გადავლახავთ, დედამიწაზე ნამდვილი ოქროს ხანა და აყვავების პერიოდი დადგება. სწორედ ამიტომ მართლაც ღირს “დიდი ფილტრის” შესახებ დაფიქრება და რისკების მინიმუმამდე დაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ზუსტად არაფერი ვიცით მისი არსებობა-არარსებობის შესახებ.


დედამიწა

1
404
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
404
  
2023, 15 აპრილი, 22:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1