x
image
დავითი ჩუთლაშვილი
უძველესი საზარელი თევზი ციცქნა სხეულზე მიბმულ უზარმაზარ ყბებს წარმოადგენდა
როგორც უახლესი კვლევებით დგინდება, უძველეს ზღვათა მრისხანე მონსტრი, დუნკლეოსტეუსი მთლად ისეთი სულაც არ გახლდათ, როგორიც ის მეცნიერებს წინათ ეგონათ.


საქმე იმაშია, რომ მკვლევარები აქამდე დევონური ერის (382-358 მილიონი წლები) ზღვათა მონსტრების აღწერას შემდეგი მეთოდით ახდენდნენ: აღმოაჩენდნენ რა უზარმაზარი თევზების თავებს და ყბებს, მათ თანამედროვე ზვიგენებს ადარებდნენ, რაც თურმე არასწორი იყო, რადგან ზვიგენებს დღეს სხეულების ბევრად უფრო დახვეწილი პროპორციები აქვთ, რაც უძველეს თევზებს არ ახასიათებდათ (სამწუხაროდ დრომ არ შემოგვინახა უძველესი თევზების სხეულთა ფრაგმენტები. ნამარხი სახით მხოლოდ მათი თავები და ყბები მოგვეპოვება, რაც ძალიან ურთულებს საქმეს პალეონტოლოგებს).


ძველი მეთოდის გამოყენებით მეცნიერები დუნკლეოსტეუსის ზომას 5-დან 10 მეტრამდე აფასებდნენ, რაც არასწორი აღმოჩნდა. რეალურად დევონური ერის ამ მონსტრს საკუთარ უზარმაზარ ყბებსა და კბილებთან შედარებით არაპროპორციულად მცირე ზომის სხეული ჰქონდა.


ბოლო კვლევების თანახმად დუნკლეოსტეუსის სხეულის სიგრძე მაქსიმუმ 4 მეტრს შეადგენდა, რაც იმაზე დაახლოებით 2, 5-ჯერ ნაკლებია, რასაც აქამდე პალეონტოლოგები ვარაუდობდნენ. ანუ რეალურად ეს იყო თევზი-ბულდოგი, რომელსაც კარიკატურულად უზარმაზარ თავზე გაცილებით უფრო მცირე ზომის სხეული ჰქონდა მიბმული.



აი ყბები კი დუნკლეოსტეუსს მართლაც უზარმაზარი და საზარელი ჰქონდა. ერთი კბენით მას მსხვერპლისთვის 22, 9 კილოგრამი ხორცის ამოგლეჯა შეეძლო.


მეცნიერები გამუდმებით ახდენენ უძველესი თევზების და დინოზავრების შესახებ წარსულში დამკვიდრებული საკუთარი შეხედულებების გადააზრებას და გადაფასებას. მაგრამ ის ფაქტი, რომ დუნკლეოსტეუსი შედარებით უფრო მცირე ზომის თევზი იყო, ვიდრე წინათ ფიქრობდნენ, მას ნაკლებად საზარელს არ ხდის. მტრისას, ვისაც ის დაესხმებოდა თავს. დუნკლეოსტეუსი დევონური ერის ზღვებში სრულად დომინირებდა და მის მსხვერპლს ნაკლებად უნდა ჰქონოდა შებრალების და დანდობის იმედი.


დუნნკლე

2
252
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
252
  
2023, 20 აპრილი, 22:56
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 18 აპრილი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2