x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ესაა ჩვეულებრივი სიმბოლური სახისმეტყველებითი რიტუალი და არავითარი სასწაული მასში არაა"-დეკანოზი ილია ჭიღლაძე

image

დეკანოზი, ლიტურგიკის პედაგოგი და ასოცირებული პროფესორი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მრევლს უხსნის, რომ იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლა, არავითარ სასწაულს არ უკავშირდება და მას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს:


"დღეს იყო ვნების პარასკევი, ჯვარცმა ქრისტესი. გვახსოვდეს რომ რელიგიურმა ადამიანებმა და მღვდელმთავრება აცვეს ჯვარზე ქრისტე და მოკლეს ღმერთის და სარწმუნოების დაცვის საბაბით, ვითარცა რელიგიური მკრეხელი.
ხვალ კი ნაკურთხი წმ. ცეცხლის ქრისტეს აკლდამიდან გამოტანის ტრადიციული წესი შესრულდება იერუსალიმში და გვახსოვდეს, რომ ესაა ჩვეულებრივი სიმბოლური სახისმეტყველებითი რიტუალი, წესი იერუსალიმური ტიპიკონური ღვთისმსახურებისა და არავითარი სასწაული მასში არაა, თავად იერუსალიმის საპატრიარქოს ეპისკოპოსთა აღიარების მიხედვით! მათი ინტერვიუები ადრეც დავდე და ახლაც დავდებ კომენტარებში მათ ლინკებს."-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

შეგახსნებთ, რომ წმინდა ცეცხლი ყოველწლიურად იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძრის კუვუკლიიდან, დიდ შაბათს, მართლმადიდებლური აღდგომის წინადღეს გამოაქვთ. კუვუკლიიდან ცეცხლის გამოტანა სიმბოლურად გამოსახავს საფლავიდან გადმოსულ „ნათელ ჭეშმარიტს“, ესე იგი იესო ქრისტეს აღდგომას.

წმინდა ცეცხლი სპეციალური ავიარეისებით ყოველწლიურად ჩამოაქვთ ძირითად ან ნაწილობრივ მართლმადიდებელ ქვეყნებში:საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში, საბერძნეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, პოლონეთში, სერბეთში, მონტენეგროში, მოლდოვაში, კვიპროსში, ყაზახეთში, სირიაში, ლიბანში, იორდანიაში და თაყვანს სცემენ სახელმწიფო და საეკლესიო მეთაურები

ამავე თემაზე უფრო დაწვრილებით გაეცანი ვრცელ სტატიას:
პირველი ცნობები პირველი ცნობები ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ V-VI საუკუნეების წყაროები იუწყებიან.(დიდი შაბათი საღამოს წირვა სანთლების დანთებით იწყებოდა)თუმცა უფლის საფლავზე ზეციური ნათელის სასწაულზე პირველად ლათინი მომლოცველი ბერი ბერნარდი 867 წელს მოგვითხრობს."დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, უფალი ჩვენი იესო ქრისტეს საფლავზე დილის ლოცვის ჟამს...
0
119
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0