x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კვლევა: ქალს სექსის ნაკლები სურვილი აქვს, თუ მამაკაცი სახლს არ ალაგებს
როგორც კანადელი და ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ის მამაკაცები, რომლებიც ოჯახის წევრებზე არ ზრუნავენ, სახლს არ ალაგებენ და ბავშვებს ყურადღებას არ აქცევენ, ქალებისთვის ნაკლებად მიმზიდველები არიან. ქალს ნაკლებად სურს სექსი, როცა განცდა უჩნდება, რომ მამაკაცი მისთვის შვილივით არის და მისი მზრუნველობის საგანს წარმოადგენს.


“ეს ძალიან საინტერესოა, რადგან აქამდე საოჯახო ურთიერთობებში ქალის მხრივ სექსის სურვილის არქონა ყოველთვის მხოლოდ ამ უკანასკნელის პრობლებად განიხილებოდა, ” - განაცხადეს კვლევის ავტორებმა.


კვლევისთვის 704 მონაწილე შეირჩა. ისინი საშუალოდ 34 წლის ასაკამდე იყვნენ და 11 წლის მანძილზე ურთიერთობაში იმყოფებოდნენ სულ მცირე ერთ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.


კვლევამ ცხადყო, რომ თუ ქალს განცდა აქვს, რომ მხოლოდ მის მოვალეობას შეადგენს სამზარეულოში ფუსფუსი, სახლის დაგვა-დასუფთავება და დალაგება და ბავშვის მიხედვა, ასეთ შემთხვევაში მას გული უცრუვდება საკუთარ პარტნიორზე და მასთან სექსი სულ უფრო ნაკლებად სურს.



კვლევის ავტორების თქმით, იმ პარტნიორებთან მიმართებით, რომლებზეც ქალები ზრუნავენ, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ისეთი გრძნობა უჩნდებათ, თითქოს კიდევ ერთი შვილი ჰყავდეთ. ასეთ დროს ქალებში დედობრივი ინსტინქტი იღვიძებს, რაც ადგილს აღარ ტოვებს “სხვაგვარი” ფიქრებისთვის.


როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, მამაკაცებს პარტნიორებისგან ერთის მხრივ მოეთხოვებათ, რომ იცოდნენ, თუ “რა სურთ და რა სჭირდებათ” და მეორეს მხრივ იყვნენ მგრძნობიარეები, ემპათიურები და დახმარებისთვის მზადმყოფნი.


ახალი კვლევა სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა ბევრი იმ თერაპევტისთვის, რომლებიც წყვილების პრობლემებს განიხილავენ და მათ რჩევებს აძლევენ, თუ როგორ ააწყონ ურთიერთობა. ისინი კანადელი და ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგებზე დაყრდნობით ახლებური რჩევების მიცემას აპირებენ იმ ქალებისა და მამაკაცებისთვის, რომლებსაც ურთიერთობის კრიზისი აქვთ და ერთმანეთთან ფიზიკური სიახლოვე აღარ სურთ.


სექსი

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0