x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"კი ჩხავიან ხოლმე, თუ პატრიარქი ასეთი ცუდია მის მოცემულ დეკანოზის ტიტულზე რატომ არ ამბობ უარსო"-ილია ჭიღლაძე

image

დეკანოზი ილია ჭიღლაძე იმით გამოირჩევა, რომ მისი კრიტიკის ობიექტია საპატრიარქოს მაღალჩინოსანი მღვდელთმსახურები და თავად უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე.


ამჯერად ილია ჭიღლაძე 2015 წლით დათარიღებულ ვიდეოს აქვეყნებს და იმ კრიტიკოსებს პასუხობს, რომლებიც ეუბნებიან, რომ თუ პატრიარქი ასეთი ცუდი არის, დეკანოზის ტიტული რატომ მიიღე მისგანო.



"კი ჩხავიან ხოლმე, თუ პატრიარქი ასეთი ცუდია მის მოცემულ დეკანოზის ტიტულზე რატომ არ ამბობ უარსო, მაგრამ ილია მეორეს თავისი საკუთრება არაფერი მოუცია, ეკლესიაც ღვთისაა და დეკანოზობა-მღვდლობაც ღვთისაა. მაშინ კი ნამდვილად დიდი წმინდანი და ღვთაებრივი მამა მეგონა შიოლაშვილი და გულწრფელად ვუჩოქებდი და ვეამბორებოდი მარჯვენაზე.
1 ნოემბერი, 2015 წ.
, მანამდე ილია ჭიღლაძემ გააზიარა 2021 წლის ფოტო, სადაც ანტიოქიის და სირია-ლიბანის მართლმადიდებელმა პატრიარქმა იოანე მეათემ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია პრეზიდენტის რანგით ისტუმრა.
"მოსკოვის მორიგი ტრიუკი:
2021 წლის მაისში ანტიოქიის და სირია-ლიბანის მართლმადიდებელმა პატრიარქმა იოანე მეათემ (რომელიც ასადის რეჟიმის გავლენის ქვეშაა) აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია პრეზიდენტის რანგით ისტუმრა, დალოცა და აღუთქვა თანადგომა. საქართველოს პროკრემლისტურ მოღალატე საპატრიარქოს ხმაც არ ამოუღია. არც ქართულ საზოგადოებას ჰქონია სათანადო რეაქცია, რათა დაეგმოთ ეს ანტიქართული აქტი.
პ.ს. მაშინ მეც და თეოლოგებმაც ავტეხეთ განგაში, მაგრამ მედია დიდად არ დაინტერესდა, მგონი ვერ მიხვდნენ ანტიოქიის პატრიარქი რა ხილია და საპატრიარქოც გაისუსა და შერჩათ, გადააგორეს პრობლემა მშვიდად"
0
226
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0