x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134687
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508885
ნარინჯისფერი სინათლეები ღამის ცაზე – უცნაური ანომალია, რომელიც დაპირისპირების საგანი გახდა

image


მართალია ამ მოვლენებს ადგილი, ძირითადად, 2011 წლის მაისში ჰქონდა. თუმცა, იმ წელს, სამხრეთ აფრიკის ღამის ცაზე, ხშირად ხედავდნენ უცნაურ ნარინჯისფერ სინათლეებს. თვითმხილველთა მტკიცებით, ერთხელ მათ, ერთდროულად, 20 ნარინჯისფერი სინათლე დაინახეს, რომელიც ერთი მიმართულებით, ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა, მეორე შემთხვევაში, ჯგუფში მხოლოდ 7 სინათლე იყო, რომელიც ერთი მიმართულებით, ასევე სწრაფად გადაადგილდებოდა.
ზოგიერთი განმარტების მიხედვით, ნარინჯისფერი სინათლეები, სხვა არაფერია, თუ არა მეტეორიტული წვიმა. და ეს მაშინ, როდესაც ამო–ს მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ ასეთი მოვლენები, კარგად ხსნის მათი დაკვირვებების უმეტესობას. მეორეს მხრივ, არსებობს სამეცნიერო დასკვნები, რომლის მიხედვით, ასეთი უცნაური მოძრაობები, საერთოდ არ შეესაბამება, მეტეორიტების ან კომეტები ქცევას.

სამხრეთ აფრიკაში, უცნაურ მოვლენებზე დაკვირვების, ეს არც პირველი შემთხვევა იყო და არც უკანასკნელი. მაგალითად, 1996 წ. 28 აგვისტოს, ამო–ზე დაკვირვების შეტყობინება, პრეტორიიდან მიიღეს. იქ, ქალაქის ცაში, დიდი ზომის ვერცხლისფერი ობიექტი დააფიქსირეს. ამ შემთხვევაში, ანომალია იოჰანესბურგის რადარის ოპერატორებმაც დაადასტურეს...

იმ დღეს, ცაში მოლივლივე სფერო, პირველად პოლიციის სერჟანტმა იოჰან ბეკერმა დაინახა და განაცხადა, რომ "რაღაც, სხვა სამყაროდან დაინახა". ბეკერის აღწერილობის მიხედვით, ობიექტს აშკარად დისკის ფორმა და "წითელი სამკუთხა სინათლეები" ჰქონდა. ის პოლიციის განყოფილების თავზე, დაახლოებით, 90 წ. გაჩერდა და დროის ამ მონაკვეთში, ბეკერმა პოლიციის ვერტმფრენი გამოიძახა და მფრინავ ფრედ ვიჯოენს ობიექტის შესწავლა დაავალა. ინციდენტის შემდეგ, ამ უკანასკნელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავიდან, ეს ყველაფერი ხუმრობა ეგონა. თუმცა, როგორც კი მანათობელ დისკს მიუახლოვდა, მიხვდა, რომ "ეს ის იყო, რაც მანამდე არასდროს განუცდია".

როგორც კი ვერტმფრენი მას მიუახლოვდა, ხომალდი მოულოდნელად დაიძრა. მიუხედავად იმისა, რომ ვიჯოენი ყველანაირად ცდილობდა მას დასწეოდა, ვერ მოახერხა, რადგან ობიექტი ძალიან სწრაფად მოძრაობდა. ბოლოს, ვერტმფრენს ბაზაზე დაბრუნება მოუხდა, რადგან საწვავი გამოელია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 9 ისტორიული მითი, რომლისაც ჯერ კიდევ გჯერათ

* ადამიანის გაქრობის და 20 წლის შემდეგ დაბრუნების იდუმალებით მოცული ისტორია

* ჰაეროვანი პასკა და სააღდგომო «კრაფინი»



1
195
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
195
  
2023, 14 აპრილი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1