x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ადამიანის გაქრობის და 20 წლის შემდეგ დაბრუნების იდუმალებით მოცული ისტორია

მეცნიერი ეტორე მაიორანა იტალიაში 1906 წ. დაიბადა. ცნობილია, რომ ის 32 წლის ასაკში, 1938 წლის 27 მარტს დაიკარგა. ამასთან, მეცნიერი მეტად უცნაურ ვითარებაში გაქრა – ის, იმ დღეს, გემზე იყო, რომელიც პალერმოდან – ნეაპოლში მიდიოდა. თითქმის, 20 წლის შემდეგ, მას ფოტო არგენტინაში გადაუღეს და ეტორე ისევე გამოიყურებოდა, როგორც 1938 წ.


image


უცნაური შეხვედრა


მისი გარდაცვალების შესახებ ხმები, მუდმივად ცირკულირებდა, მაგრამ 2011 წლამდე, არაფერი დადასტურებულა. ამ წლის მარტში რომის პროკურატურამ გამოაცხადა ძიების დაწყების შესახებ, რომელიც მოწმის უცნაურ განცხადებას ეხებოდა, 1955 წ. ბუენოს–აირესში მაიორანთან შეხვედრის შესახებ, რა დროსაც მაიორანმა მას, მის მიერ გაკეთებული, დიდი სამეცნიერო აღმოჩენების შესახებ მოუყვა. მოწმე ასევე აცხადებდა, რომ როდესაც ის, მეცნიერთან მეორედ შესახვედრად დაბრუნდა, მაიორანა გაქრა და ამიტომ, უფრო დეტალურ ინფორმაციის მოწოდება, მეცნიერული აღმოჩენების შესახებ, მას არ შეეძლო და რომ მეცნიერთან შეხვედრიდან მას, მხოლოდ ფოტო დარჩა.

2011 წლის 7 ივნის იტალიურმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ კარაბინერებმა გაანალიზეს მამაკაცის არგენტინაში გადაღებული ფოტოსურათი და მაიორანას სახესთან მსგავსების ათი წერტილი აღმოაჩინეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ თითქმის დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს იგივე ადამიანი იყო, რომელიც ამ ფოტოს გადაღებამდე, 20 წლით ადრე გაქრა. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მამაკაცი 1938 წელს და 1955 წელს გადაღებულ ფოტოებზე, ერთ ასაკში გამოიყურებოდა.


აღმოჩენა


ეტორე მაიორანა ბრწყინვალე მეცნიერი, ინჟინერი, მათემატიკოსი და ფიზიკოს–თეორეტიკოსი იყო. 1937 წელს მან იწინასწარმეტყველა, რომ ბუნებაში შეიძლება არსებობდეს სტაბილური ნაწილაკი, რომელიც ერთდროულად, მატერიაც არის და ანტიმატერიაც. მატერია, ჩვენს ყოველდღიურობაში, უხვად არსებობს. ხოლო, ანტიმატერია, – იშვიათად. როდესაც მატერია და ანტიმატერია ერთმანეთს ხვდება, ორივეს განადგურება ხდება და ორივე ენერგიის აფეთქებისას ქრება.

ატარებდა თუ არა მეცნიერი უცნაურ ექსპერიმენტს, რომლის დროსაც, ენერგიის აფეთქების დროს, თავად გაქრა და ისევ იგივე ენერგიის აფეთქებით, თითქმის, 20 წლის შემდეგ, უკან დაბრუნდა – უცნობია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რადარმა უცხოპლანეტელების არსებობა დაადასტურა

* რეინკარნაცია: სემის "საქმე" (ნამდვილი ამბავი)

* ჰაეროვანი პასკა და სააღდგომო «კრაფინი»



0
660
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
660
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0