x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლედი დის ცხოვრების წესები

ლედი დი ყოველთვის სიკეთეს ასხივებდა და გულმოწყალეობის განსახიერება იყო. თუმცა, თავად მარტოობის და სიყვარულის ნაკლებობით იტანჯებოდა. მისი ბევრს არ ესმოდა და მან, თავისი დანიშნულება, სხვა ადამიანების დახმარებაში იპოვა. პრინცესა დიანამ მსოფლიოს თავი უსაზღვრო გულისხმიერებით დაამახსოვრა. აქ კი, მის ციტატებს გთავაზობთ, რომლებიც ყველაზე კარგად წარმოაჩენენ ლედი დის ხასიათს, ბუნებას და მის შინაგან სამყაროს.


image


* თუ თქვენს ცხოვრებაში ადამიანია, რომელიც გიყვართ, მის გვერდით უნდა იყოთ და მასზე იზრუნოთ. ხოლო, თუ გაგიმართლათ და ისეთი ვინმე იპოვეთ, ვისაც უყვარხართ, მის დაცვას მთელი ძალ-ღონით უნდა ეცადოთ.


* მე გრძნობებით ვცხოვრობ და არა გონების კარნახით. მაგრამ, ეს არაერთ პრობლემას მიქმნის.


* ამ სამყაროს დიდი დაავადება სჭირს — ადამიანები სიყვარულის ნაკლებობისგან იტანჯებიან. მე ვიცი, რომ შემიძლია ამ სიყვარულის მხოლოდ ცოტა ხნით მიცემა, — ერთი წუთით, ნახევარი საათით, 1 დღით, ან ერთი თვით... მაგრამ მხოლოდ მცირედის მიცემა შემიძლია... და მე მინდა ამის გაკეთება.


* მე ყოველთვის კარგის კეთებისკენ ვისწრაფოდი. სხვისთვის ტკივილი არასდროს მიმიყენებია და არც ირგვლივმყოფებს ვაძლევდი სხვისთვის ტკივილის მიყენების უფლებას.


* საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ მარტივად შემიძლია იმ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, რომლებიც საზოგადოებამ გარიყა.


* მინდა რომ, უბრალოდ კი არ ვიყო — არამედ, ვიმოქმედო.


* მინდა, რომ მონარქიას უფრო მეტი კავშირი ჰქონდეს ხალხთან... და მე არ ვგულისხმობ, მაგ., პარკში ველოსიპედით გასეირნებას. მე უფრო ღრმა ურთიერთგაგებაზე ვსაუბრობ. მონარქიამ არ უნდა დაკარგოს კავშირი ხალხთან და მე სწორედ ამით ვარ დაკავებული.


* ჩახუტებას ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია — განსაკუთრებით, ბავშვებისთვის.


* ვფიქრობ, რომ ყველას უნდა, ქორწინებაში წარმატებული იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მშობლები გაყრილები არიან, როგორც ჩემს შემთხვევაში, – არ მოგინდებათ, გაიმეოროთ ის, რაც უკვე იყო თქვენს ცხოვრებაში. ქმარი მიყვარდა და თავგანწირვით ვიბრძოდი ჩვენი ოჯახის გადასარჩენად, მინდოდა მასთან ყველაფერი გამეყო და ვფიქრობდი, რომ ერთი გუნდი ვიყავით... საზოგადოების წინაშე ასეც იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდებოდა პირად ცხოვრებაში.


* ადამიანებს, რომლებიც სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან, შეუძლიათ დამირეკონ. მე მაშინვე მივალ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.


* მე მინდა იქ ვიყო, სადაც ადამიანები იტანჯებიან და მათ დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთო.


* მე ადამიანებს ვეხები და ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანი ამას საჭიროებს.


* ხანდახან, იმდენად გტკივა შიგნიდან, რომ საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენებას იწყებ.


* ოჯახი — ყველაზე მთავარია ცხოვრებაში.



* როდესაც ბედნიერი ხარ, ბევრის პატიება შეიძლება.


* მე არ მჭირდება ძვირიანი საჩუქრები... არ მინდა, რომ მყიდულობდნენ. მე ყველაფერი მაქვს, – უბრალოდ მჭირდება ადამიანი, რომლის გვერდით თავს დაცულად ვიგრძნობ.


* ვისურვებდი, რომ თქვენი გულების დედოფალი ვიყო... ამ ქვეყნის დედოფლად ვერ ვხედავ საკუთარ თავს.

imageimageimageimageimageimageimage








0
553
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
553
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0