x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
„თუ ვერ ასხვავებ ვიღაც ოთხი პირის სავიზო გაშავებას ხარების სიხარულისგან, მაშინ რას გვილოცავ?" - ამირან სალუქვაძე სალომე ზურაბიშვილს
ამირან სალუქვაძე


ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აშშ-ის მხრიდან საქართველოს ოთხი მოსამართლის სანქცირების თაობაზე სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ამ ადამიანმა როგორ იმუშავა ამდენი წელი საფრანგეთის დიპლომატიაში?


ასეთი სიმჩატე და ასეთი საზიანო და გაუაზრებელი განცხადებები, წარმოუდგენელია.



რელიგიაზე და დღევანდელ, ერთ-ერთ უძრავ საუფლო დღესასწაულის არსზე წარმოდგენა რომ არ აქვს, განმარტებაც არ სჭირდება, მაგრამ მაინც დავწერ ორი სიტყვით.


ხარება მოგვილოცა და შემდეგ აგრძელებს, „მაგრამ არ მიხარიაო. დღეს შევხვდი ელჩსო" და ა.შ.


სად ხარება და სად მოსამართლეები მათი ვიზებით და პრობლემებით?! ნეტა თუ იცის, ვინ ვის რა ახარა ამ დღეს? არსს თუ ჩაფიქრებია ოდესმე?


ახლა დავწერ რა გამოუვიდა: გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას, მაგრამ არ მიხარია, რადგან და შემდეგ ბლა-ბლა-ბლა...


თუ ხვდები რა დღეა, თუ რწმენით აღიქვამ დღევანდელ დღეს, თუ გიხარია და მთელ ერს ულოცავ, ელჩი, მურუსიძე და სავიზო შეზღუდვა როგორ გიფუჭებს სიხარულს?


ისეოს შობის სიხარული როგორ უნდა გადაწონოს ზემოთ ჩამოთვლილმა?


თუ ხარების არსს ვერ იაზრებ და ერთი სასწორით წონი, ვერ ასხვავებ ვიღაც ოთხი პირის სავიზო გაშავებას ხარების სიხარულისგან, მაშინ რას გვილოცავ?


ბზობას აქცია აქვთ და ალბათ ასე მოგვილოცავს: „დღეს ისეო ზეიმით შევიდა იერუსალიმში, მაგრამ რა გვეზეიმება?!" - წერს ამირან სალუქვაძე.


„მინდა, უპირველესად, მოგილოცოთ ხარების დღესასწაული. მინდა, საქართველო ვნახო მართლაც გახარებული და დაწყნარებული, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ დღეს არ მიხარია. არ მიხარია და კიდევაც განვიცდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. დღეს როგორც იცით, შევხვდი აშშ-ის ელჩს და მასაც გავუზიარე ჩემი განცდები. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე.


ამირან სალუქვაძე სქრინი



2
246
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
246
  
ამ ზურაბიშვილა ირანული ჭაღები მოითხოვა,მილიონიან სოც დაუცველი ადამიანის ქვეყანაში ჭაღების კაპრიზებისთვის არ უნდა ეცალოს პრეზიდენტს,რომელსაც უნდა ემსგავსოს წმინდა ნინოს და იყოს ქრისტიანი. არც პატრიარქის დაიჯერება რამე,როცა გვეუბნება რო ყველა სიკვდილის შვილები ვართ და თვითონ წელიწადში ორჯერ საზღვარგარეთ დადის სამკურნალოდ. ამ დროს,უამრავი ბავშვი და უამრავი ოჯახი არის გაუბედურებული,როცა მძიმე სენი აქვს ბავშვს,ხოლო მშობელს ფული არ აქვს და შემწეობას ითხოვს,ხოლო ხალხს თითო ლარის მოგროვება სჭირდება,რათა დაეხმაროს ასეთ ხალხს. თუ წუთებში ხდება პატრიარქის მკურნალობის თანხის მოძიება,რატომ არ ხდება იმ უამრავი ბავშვის მკურნალობა იგივე დროში,მედიცინაში ხო ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,რა ილია უფრო მეტია,ვიდრე რომელიმე ბავშვი ან ადამიანი? პრიორიტეტების დასახვა გვიჭირს ერს და მოუხსენით ის 25 მილიონიანი დაფინანსება წვერიანთა ურდოს და დაეხმარეთ მძიმე სენით დაავადებულ ოჯახებს. რა ვიცით და იქნებ დიდი ნაწილი გადარჩეს,გაგრძელოს ცხოვრება და არ უწევდეს მშობელს მცირეწლოვანი შვილის დასაფლავება
რავი რა,დიდი ქრისტიანივით კი შემოიარა საქართველო ამ ჩემის პრეზიდენტმა,გეგონება წმინდა ნინო ყოფილიყო და ელემენტარულად ვერ ერკვევა ქრისტიანულ თარიღებში და მნიშვნელობაში. ასეთი "მორწმუნენი" არიან ქართული ეკლესიის წიაღში და მრევლს წარმოადგენენ. და როცა,ვამბობ,მე არ ვარ მორწმუნე და არ ვაღიარებ წვერიანთა ურდოს და მათი ბრემლის ქადაგებებს,მაშინ მე ურწმუნო და ფარისეველი ვარ,ხოლო ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზა გადის :) ნებისმიერი რამ უნდა გაიაზროს ადამიანმა,ქრისტიანობაც მათ შორის. ეკლესიაა და იქ ღმერთია აპრიორი არის სისულელე,როგორც ჯვარი დაიკიდა და ის ქრისტიანია. შესაძლოა,ეკლესიაში არ იყოს ღმერთი,მაგრამ ის იყოს ფერმაში. ისიც უნდა გავიხსენოთ,სად მოევლინა ქრისტე ამ ქვეყანას,რითი გადადგილდებოდა და რა წარმოდგენები ქონდა სამყაროზე. ქრისტეს მოოქროვილ ეკლესიებში რა უნდა? ან ათასიან ჯიპებში და თუნდაც ორბელიანების სასახლეში?ქრისტე არის ვირზე ამხედრებული ადამიანების,ურმით მოსიარულე ხალხის და ხის ქოხში მცხოვრები ხალხის გვერდზე. ჩემი ჩამოთვლილი ადამიანების შემართება,დამოკიდებულება და ქმედება არის ქრისტე. გაუარა ღარიბ ადამიანს,რომელსაც ერთი ნაჭერი პური აქვს,ისიც ხმელი და სთხოვე გიწილადოს,არ დაფიქრდება და გაგიყოფს,ეს არის ქრისტიანობა და არა ოქროს ფერში შემოსილი ხალხი,მოოქროვილი ეკლესიები,ხატები თუ სხვა ოქროს სიმბოლიკა. ათასობით დოლარის ქონებას ეკლესიაში ტოვებდე და ამაყობდე ამით,ხოლო ადამიანები,ბავშვები შიმშილობდნენ,რანაირი ქრისტიანობა არის? მარადონასი არ იყოს,ჩამოხსენით ეგ ოქროს ჭერი და გაყიდეთ,დაეხმარეთ მშიერ ბავშვებს,ეს იქნება ქრისტიანობა.
0 1 2