x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"სალახანა “ეპისკოპოსმა” ზენონმა დმანისის სიონიში ჩემი ჯიპი არ ეტევაო და გალავანს ტრაქტორით ძირი მოუთხარა"-რა ფოტოებს ავრცელებს ილია ჭიღლაძე?

image

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში დმანისის სიონის ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ ეკლესიის ეზო დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონის(იარაჯული)ბრძანების გადათხარეს, რადგან მისი ჯიპი ვერ ეტეოდაო:


"ბრიტანეთის ეპარქიიდან მრევლის მიერ გაგდებულმა სალახანა “ეპისკოპოსმა” ზენონმა დმანისის სიონიში ჩემი ჯიპი არ ეტევაო და გალავანს ტრაქტორით ძირი მოუთხარა, აბა ზედ ეკლესიის კარებთან ხომ უნდა ჩამოდგას ფეხი, ჯიპიდან, 10 მეტრი ზედმეტად რომ არ გაიაროს, მაგრამ ორბელიანთა საფლავების განადგურება და სისტემატურად პანელზე დგომა ხახვივით შერჩა ნაძირალას და ამასაც რატომ არ იზამს?! ხომ ხედავთ, ვერ ელევა შიოლაშვილი, დმანისის ეპარქია დაუტოვა საჯიჯგნ-სახრავად."-წერს ილია ჭიღლაძე.


image

image
image
რაც შეეხება ორბელიანთა საფლავების განადგურებას, ილია ჭიღლაძე ცალკე ბმულს მიუთითებს .სადაც წერია:


2006 წელს ენით აღუწერელი საშინელება და ბარბაროსობა მოხდა დმანისის სიონის ისტორიულ საკათედრო ტაძარში, რომელიც არავინ შეიმჩნია და ამდენი წელია არავის ხმა არ ამოუღია. დმანისის ეპისკოპოს ზენონის მოწადინებით იატაკის გამოცვლის დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შემდგომ არქეოლოგმა ჯუმბერ კოპალიანმა ამოთხარა მე-17-18 საუკუნეების ორბელიანთა ნეშტები და ერთად ჩამარხა ტაძრის ერთერთ ეკვდერში, ხოლო ეპიგრაფიკული საფლავის ქვები ტაძრის გარეთ კარიბჭეში გამოყარა და დაყარა. ტაძარში დააგეს ახალი იატაკი (იმერეთის ყვითელი გამარმარილოებული კირქვა, სვეტიცხოვლის და სამთავროს ახალი იატაკების მსგავსი), ხოლო ტაძარში ყველა საფლავი გაანადგურეს. ეს საფლავები და მათი წარწერები თავის დროზე დეტალურად შეისწავლა და აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა (იხ. მისი "სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები"). ექვთიმე თაყაიშვილი წერს, რომ ჭუჭყით დაფარულ იატაკში 12 საფლავის ქვა გამოავლინა, აქედან 10 წარწერიანი, ორი კი უწარწერო. 10 წარწერიანი ქვიდან 9 ქვაზე ირკვეოდა დაკრძალულთა ვინაობა, ერთზე კი წარწერის დიდი დაზიანების გამო წაშლილი იყო ვინაობა. დიდი მეცნიერი შენიშნავს, რომ საჭიროა მომავალში მკვლევარებმა უფრო გულდასმით შეისწავლონ ტაძარში არსებული საფლავების წარწერებიო. კომენტარებში დავდებ სქრინებს ექვთიმეს ნაშრომიდან. ამ თორმეტი საფლავიდან დღეს მხოლოდ ერთია შენარჩუნებული- დასავლეთის კარიბჭეში დაკრძალული დმანელი ეპისკოპოსი, ხოლო 11 საფლავი ტაძრის ინტერიერში იყო და 2006 წელს გაანადგურეს. რას იფიქრებდა ექვთიმე ღვთისკაცი, რომ ასი წლის მერე თავად ქართველები საკუთარი ხელით წაშლიდნენ ამ ისტორიას ახალი "მომეტლახებული" გაპრიალებული იატაკის სურვილით აღვსილნი, ფეხი არ წამოეკრათ ძველ საფლავებზე, აბა რაა... აი, ასე არ დაინდეს წინაპართა საძვალე.
რა თქმა უნდა, პრობლემა და დანაშაული არის არა საფლავების გახსნა და მეცნიერული შესწავლა, არამედ მათი მოშლა-განადგურება. ხოლო თუ ისტორიული საფლავების აღება და გაუქმება აუცილებელი იყო (ასეთი აუცილებლობა არ არსებობდა, მაგრამ დავუშვათ იყო), მაშინ ეს უნდა მომხდარიყო შესაბამისი დადგენილებით ძეგლთა დაცვის უწყების მიერ და აკადემიური სიფრთხილით, თითოეული ნეშტი იდენტიფიცირებულნი ეპიგრაფიკული წარწერებით და არაიდენტიფიცირებულიები ახალ ინდივიდუალურ საძვალე ყუთებში დანომრილი და დახარისხებულები ჩალაგებულიყო და ისე დაკრძალულიყო ერთად ეკვდერის აკლდამაში და შესაბამისი მემორიალური დაფა გაკეთებულიყო. ხოლო რაც კოპალიანმა და იარაჯულმა ჩაიდინეს, ესაა ნამდვილი ბარბაროსობა და ისტორიის წაშლა, საფლავების განადგურება-აოხრება, ნეშტების საერთო სამარხში ჩაყრა,
ეპიგრაფიკული ძეგლების დაზიანება (წარწერიანი ქვები კარიბჭეში გამოყარა და ერთმანეთზე დაყარეს, რამდენიმე წლის მერე წინამძღვარმა დიონისემ კარიბჭის წინ ღია ცის ქვეშ ფილაქანივით მოაგო ჩამწკრივებული. მერე ამაზე ფეისბუკში საჯაროდ დავწერე დიდი საყვედური 2014 წელს, რადგან ღია ცისქვეშ ნალექების ზემოქმედებით მე-17/18საუკუნეების ეპიგრაფიკა განადგურდებოდა და მგონი წარწერიანი ქვები აიღო და ისევ კარიბჭეში დაალაგა, აღარ ვიცი ზუსტად მათი ბედი).
აი ასე, ჩვენს თვალწინ განადგურდა ორბელიანთა ისტორიული სასაფლაო დმანისის სიონში და კაციშვილს ხმა არ ამოუღია, არც გაუგია, არც შეუმჩნევია, არც მოუკითხავს. ესა ვართ ქართველები...
ჩემთან საუბარში ეპისკოპოსი ზენონი სამარხების მოშლის პასუხისმგებლობას ჯ. კოპალიანს აკისრებდა. მე იქ არ ვიყავი მაგ დროსო. მაგრამ რეალურად ვისი გადაწყვეტილება იყო, თქვას თავად კოპალიანმა. ასევე ვერ გაექცევა მომხდარზე პასუხისმგებლობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის უწყების მაშინდელი ხელმძღვანელობა, რომლის გარეშეც კანონი კრძალავს ნებისმიერ ცვლილებას ისტორიულ -არქიტექტურულ ძეგლზე!
ექვთიმეს მერე 1984 წელს ვახტანგ ჯაფარიძემ შეისწავლა და გამოაქვეყნა ეს წარწერიანი ქვები, ხოლო შემდეგ 2015-16 წლებში ახალგაზრდა მკვლევარმა ნიკოლოზ ჟღენტმა, მაგრამ ამ ბოლო წლებში ქვების ვანდალურ გამოტანა-შემოტანებში წარწერები საგრძნობლად დაზიანებულია და უფრო მეტი ლაკუნები აქვს.
ე. თაყაიშვილის აღწერილობით ტაძრის ცენტრალურ ნაწილში დაკრძალული პირების სია, რომელთა საფლავებიც 2006 წელს განადგურდა:
1.დიმიტრი ზურაბის ძე ორბელიანი (გარდ. 1718 წ.);
2. პაპუა გიორგის ძე ორბელიანი (გარდ. 1709 წ.);
3. ფარსადან ორბელიანი, ორბელიან თამაზ სარდლის შვილიშვილი (მე-18 ს.)
4. სულხან ერასტის ძე ორბელიანი (მე-18 ს.);
5. დავითის ორბელიანის ძე, სახელი ვერ ამოიკითხა. გარდ. 1732 წ.;
6. რამაზ მზეჭაბუკის ძე ორბელიანი (გარდ. 1742 წ.);
7. ორბელ ერასტის ძე ორბელიანი (გარდ. 1744 წ.);
8. თამარ ლუარსაბის ასული ორბელიანი (მე-18 ს.).
0
285
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0