x
image
ირინა მ.
Mediator image
ღრუბლებსა და კლდეებს შორის - ულამაზესი რონდა

image


რონდა პატარა, მაგრამ ულამაზესი და კოლორიტული ესპანური ქალაქია. იგი მალაგას პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.


image


ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას მისი ადგილმდებარეობა წარმოადგენს - ის კლდეზეა გაშენებული, რომელსაც ღრმა ხეობა ორ ნაწილად ჰყოფს: მე-13 საუკუნის ძველ ქალაქად და მე-18 საუკუნის ახალ ქალაქად, ქვემოთ კი მდინარე გუადალევინი მიედინება.


image

image


image

image


ძველი და ახალი ქალაქი შეერთებულია ახალი ხიდით Puente Nuevo. ის 1759 და 1793 წლებს შორის პერიოდში აშენდა, სიმაღლე 98 მეტრია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადრე ხიდის შიდა სივრცე გამოიყენებოდა ციხის საკნებისთვის.


image

image

არის ძველი ხიდიც, PuenteViejo, რომელიც ახალი ხიდის ცოტა ქვემოთ მდებარეობს.

ქალაქი დაარსებულია ძვ.წ. VI საუკუნეში რომაელების მიერ და მაშინ ამ დასახლებას Arunda ეწოდებოდა.


image


თავისი არსებობის მანძილზე ქალაქმა გადაიტანა ფინიკიელების შემოჭრა, ბერძნების მიერ დაპყრობა და მუსულმანური მმართველობის პერიოდიც. ყოველმა კულტურამ თავისი კვალი დატოვა, ამიტომ რონდას არქიტექტურაც საინტერესო აქვს და მდიდარია სხვადასხვა ეპოქის ისტორიული ძეგლებით.


image


ისტორიულად რონდა დაყოფილი იყო სამ რაიონად: 1) ყველაზე ძველია სან-ფრანცისკო, 2) La Ciudad, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობითაა რელიგიური ნაგებობები და სასახლეები და 3) თანამედროვე El Mercadillo, ცნობილი თავისი სუვენირების მაღაზიებით.


image


რონდაში არის არაბული აბანოებიც, რომელსაც წყალი აკვედუკებით მიეწოდება, აგრეთვე მსოფლიოში ყველაზე ძველი ესპანური კორიდის არენა.


image


დღესდღეისობით ქალაქი რონდა ერთ-ერთი პოპულარული ადგილია ტურისტებს შორის.


image

image

image

image












გაეცანით შემოთავაზებულ სტატიებს:








მილიონერების დახურული კუნძული-სამოთხე, სადაც თქვენ არ გელიან (ვიდეო)

image


უნიკალური, გასაოცარი, სახიფათო ადგილმდებარეობისა და არქიტექტურის მქონე ტაძრები, სასტუმროები, ხიდები...

image


იცოდით, რომ მრავალსართულიან "კორპუსებს" ჯერ კიდევ მე-14ს. აგებდნენ (ჩინეთში) მძარცველებისგან თავის დასაცავად?

image


გერმანელმა არქეოლოგებმა სენსაციური განცხადება გააკეთეს ქარვის ოთახის თაობაზე

image


მრავალი საუკუნის წინ, კლდეზე აშენებული ესპანეთის ქალაქი

image


იცოდით, რომ საპნის წარმოშობა მსხვერპლთშეწირვასთანაა კავშირში?

image


განადგურებული ქალაქის ნაშთები (ანაბარის პლატო, ციმბირი)?

image


იემენის (არაბეთი) დევნილები, რომლებიც მაღალ მთებში ცხოვრობენ და მძიმე შრომით გააქვთ თავი

image


ბუნებასაც უყვარს ფანტაზიორობა

image


ბევრ ფანატს არ უნახავს ეს მსახიობები ახალგაზრდა ასაკში


image






0
145
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0