x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გოგოს მოტაცების რეალური ისტორია, რომელსაც დაუჯერებელი გაგრძელება მოჰყვა

image
წლების წინ, როცა 90-იანი ბნელი წლები იყო, საქართველოს ერთერთი რეგიონის, ერთერთ რაიონში განვითარდა მოვლენები, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ახსოვს, ახსოვთ რადგან უცნაური შემთხვევა მოხდა, მოტაცებული გოგო რომელმაც არც კი იცოდა თუ ვის საცოლედ მოიტაცეს, მასზე თავდავიწყებით შეყვარებული ბიჭი მისი ქმედების გამო ერთი ნახვით შეიყვარა.

როგორც შესავალში მოგახსენეთ, ისეთი დროება იდგა კანონი არ კანონობდა და კრიმინალი, "ძველი ბიჭობა" და გოგოს მოტაცება ყოველდღიურობად იყო ქცეული.
ერთ პატიოსან მხატვარ ბიჭს თავდავიწყებით შეუყვარდა მეგობრის იუბილეზე ნანახი მეგობრის მეზობელი გოგო, მაგრამ ვერაფრით ვერ გადაწყვიტა გაუბედაობის გამო მისთვის სიყვარული აეხსნა.

ერთ დღესაც, როცა ფუნჯით ხელში გაშეშებული იჯდა და შეყვარებულზე ფიქრობდა, მამიდაშვილი ბიჭი დაადგა თავს. რაო "პიკასო" (ეს მეტსახელი დღესაც აქვს სტატიის გმირს) რამ ჩაგაფიქრა ასე?-შეეკითხა მამიდაშვილი ბიძაშვილს. ბიჭმაც ვერ მოითმინა და უთხრა თავისი გრძნობის შესახებ. მერე ამის გამო იკლავ ბიჭო თავს, მივიდეთ და კაცურად დაელაპარაკე გოგოს, თუ თანაგიგრძნო ხომ კარგი თუ არა და მოვიტაცოთ!
მოტაცების გაგონებაზე მხატვარი ბიჭი ისე გაბრაზდა ლამის მამიდაშვილი შემოელახა, ეს როგორ მაკადრე ან იმ გოგოს ამას როგორ ვაკადრებო!
გავიდა ასე კიდევ რამდენიმე დღე და მხატვრის მამიდაშვილმა, რომელიც მთელ რაიონში "გამოსული ბიჭის" სახელით იყო ცნობილი, მხატვარს ამბავი მიუტანა, თუ შენ არ გააგებინებ იმ გოგოს შენი სიყვარულის ამბავს, სხვა უპირებს მოტაცებას და დარჩები მერე პირღიაო.

მხატვარმა მაინც ვერ გაბედა, გოგოსთვის სიყვარული აეხსნა, მაგრამ მისმა მამიდაშვილმა მეგობრები აიყოლია და ბიძაშვილისათვის მისი შეყვარებული გოგო სამსახურიდან სახლში მიმავალი მოიტაცა, მოიტაცა და ბიძაშვილის სოფლის სახლში მიიყვანა, სადაც მხატვარს თავისი სახელოსნო ჰქონდა.
მხატვარი მეორე მანქანით ასევე ნათესავმა ბიჭებმა თითქმის ძალით წაიყვანეს მისსავე სახლში.

გოგომ იცნო მხატვარი, რადგან ხშირად ხედავდა ქალაქში ნახატით ხელში მიმავალს სამხატვრო სკოლისკენ, სადაც მუშაობდა მხატვარი.
მამიდაშვილმა მხატვარს უთხრა, აგერაა შენი შეყვარებული და ახლა გინდა სიყვარული აუხსენი, გინდა მთელი შენი სახელოსნო აუქე, ოღონდ ისე მოაგვარე საქმე ჩვენ ქვეყნიდან გაქცევამ არ მოგვიწიოსო!

გოგონა ისე იყო შეშინებული წინააღმდეგობის თავიც კი არ ჰქონდა და როცა მხატვარმა ბიჭმა ხელში ხელი ჩასჭიდა წინააღმდეგობის გარეშე გაჰყვა თან, გოგოს გასაოცრად ბიჭმა ის სახელოსნოში შეიყვანა და სთხოვა შეთავაზებულ სკამზე დამჯდარიყო, გოგოც დაჰიპნოზებულივით სკამზე დაჯდა, ბიჭმა კი გოგოსთვის გასაოცრად ხელში სამხატვრო ნახშირი აიღო და გოგოს ხატვა დაიწყო საოცარი ტემპით.

საკმაო ხანი გავიდა, სანამ მხატვარი მუშაობას დაასრულებდა. ნახშირი დადო, ხელები გადაიბანა, გოგოსთან მივიდა და უთხრა: მე მიყვარხარ დიდი ხანია, მაგრამ ვერ გავბედე ეს მეთქვა. ჩემს დაუკითხავად მოგიტაცეს, მაგრამ მე არ ვაპირებ შენზე ვიძალადო და ასე შევქმნა ოჯახი, ვერავინ გადაგიდგება წინ წასვლა თუ გინდა, მე წაგიყვან იმავე მანქანით სახლში, რომლითაც მოგიტაცეს, თუ იჩივლებ მე მიჩივლე, მე წავალ ციხეში, ოღონდ ბიჭები არ ჩასვა ციხეში.

გოგო ფეხზე წამოდგა და როცა მოლბერტს ჩაუარა გვერდზე გაოცებისაგან ლამის ენა ჩაუვარდა, თითქოს სარკეში დაენახა ისე დაინახა საკუთარი თავი ნახატზე.
გოგო შეჩერდა, ბიჭს შეხედა, მერე მზერა ნახატზე გადაიტანა და საკმაოდ დიდხანს უყურებდა მას.

გოგო მხარზე ხელის შეხებამ გამოაფხიზლა, მხატვარს ნერვიულობისგან ხელი უცახცახებდა და ეს მთელი სხეულით იგრძნო გოგომ, გულში რაღაც იმ დღემდე რომ არ უგვრძვნია ისეთი სითბო იგრძნო და მხატვარს უთხრა: ნუ გეშინია, მე არ ვაპირებ ვინმეს ვუჩივლო.

ამ დროისათვის მხატვრის მშობლები, და, დის მეუღლე და ახლო ნათესავებიც მოვიდნენ რომლებსაც მოტაცებული გოგოს მშობლები და ნათესავები მოჰყვებოდნენ.
გოგოს მშობლებმა ხმაური ატეხეს, მაგრამ გოგომ სახლში დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა: ბიჭი მიყვარს, ვუყვარვარ და რადგან ვიცი მასთან ბედნიერი ვიქნები, აქ ვრჩებიო.

ერთი სიტყვით ძალადობით დაწყებული საქმე კარგად დამთავრდა, მხატვრის საქციელმა სულ რამდენიმე წუთში შეაყვარა მისი თავი მოტაცებულ გოგოს.

წარმატებულ მხატვარს და მის მეუღლეს 3 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავთ.

0
277
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
277