x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"პუტკუნა ჯულიეტამ" სიყვარულზე და კოცნაზე უარის მთქმელი ბიჭი სერიოზულად გალახა
image

მე ასე მახსოვს გოგოებს მუდამ ბიჭები უხსნიდნენ სიყვარულს, თუმცა იშვიათი გამონაკლისებიც ხდებოდა ხოლმე და გოგოს მხრიდან მოდიოდა მეტი აქტიურობა ვიდრე ბიჭისაგან, მაგრამ ყველაფერი ხდებოდა ნორმის ფარგლებში.


ახლა ყველაფერი შეიცვალა და ის რაც რუსეთში, სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში მოხდა სიყვარულის ახსნას ნამდვილად არა ჰგავს.


თვითმხილველების თქმით ჭარბწონიანმა გოგომ ახალგაზრდა ბიჭს სიყვარული აუხსნა და თან სახალხოდ კოცნაც დაუპირა, ბიჭი ახალგაზრდა გოგოს არ აჰყვა სასიყვარულო პერიპეტიებში და გაცლა ამჯობინა. იქვე დაყენებულ საკუთარ ველოსიპედზე დაჯდა და გაცლა დააპირა, მაგრამ ჩვენი "პუტკუნა ჯულიეტა" სულაც არ აპირებდა ასე გაეშვა ხელიდან თავისი "რომეო" დაუსჯელად, ჯერ ველოსიპედს მიახტა და ბიჭი წააქცია, მერე კი იმდენი ურტყა იმდენი ალბათ პროფესიონალ მოკრივესთან მოჩხუბარ მოყვარულ მოკრივესაც კი არ მოხვდებოდა.



ბიჭს ხელი არ შეუბრუნებია, არ ვიცი საკუთარი ღირსების შენარჩუნების მიზნით თუ უბრალოდ ამდენი ცემის შემდეგ ძალა არ შესწევდა საპასუხოდ, საბედნიეროდ დროულად გამოჩნდა მამაკაცი რომელმაც აგრესიულ და უარყოფილ "ჯულიეტას" ხელიდან ააცალა ნაცემ-ნაბეგვი ბიჭი და სიტუაციას გაარიდა.


პრინციპში საქმეზე თავისუფლად შეიძლება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა "ჯულიეტას" წინააღმდეგ, ადამიანზე თავდასხმის და ფიზიკური შეურაცხყოფის და სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაგდების მუხლით (არსებობს ასეთი მუხლი რუსულ კანონმდებლობაში).


0
394
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
394