x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
იუნა შაფათავა: "..გახრწნილი ოცნება ნაცების ლეშზე აქეიფებს საქართველოს 12 წელია.."

image
"ასიათასობით ადამიანი დაზიანდა სააკაშვილის რეჟიმის გამო.

ფიზიკურად გაანადგურეს, მორალურად დაღუპეს, ფინანსურად ჩახადეს.
ზოგი დიდი ხანია, აღარ არსებობს. ზოგმა ფეხებზე დაიკიდა, სააკაშვილის გახრწნილი რეჟიმი მორალურად უფრო გახრწნილმა ოცნებამ რომ ჩაანაცვლა, ნაცების ლეშზე რომ აქეიფებს საქართველოს 12 წელია და არც სჯის, ჩაიხუტა და ვინც ვერ შეეგუა ვერც იმათ, ვერც იმათ დაუსჯელობას და ვერც ამათ ნეკროფილობას, კანობალობას, წავიდა ჩემნაირად.
მაგრამ მაინც, რა უსასრულოდ გახრწნილები ხართ, ‘გულჩვილობას’ იჩემებთ, ცალკეულ შემთხვევებზე, გეგონება გტკივათ გული, რომელიც არ გაქვთ, და უთანგრძნობთ, სხვის ცუდად ყოფნას.. არადა გიხარიათ, ორგაზმულ სიამოვნებას გგვრით სხვისი ჩახდა, სხვისი დრამა, სხვისი სისხლი და სხვისი ცრემლი..
ამ ბნელ ტვინებში, მხოლოდ კეთილდღეობის და სილამაზის, ნიჭის და ინტელექტის ჩაძირვა იხარშება, რომ ვაი თუ, თვითონ არ ჩაგძირონ და მათ კონტრასტზე, თქვენი სიმახინჯე და უნიჭობა აშკარა არ იყოს.მხოლოდ ფულს აფასებთ და ძალაუფლებას, სხვა ყველაფერი თქვენთვის უცხოა.
იქ, სადაც ყველას მეფობა სურს, რომ სხვაზე იბატონოს და ზემოდან უყუროს- განა იმისთვის, რომ სუსტს დაეხმაროს- იქ ბედნიერება არ მოვა.
დიდი ხანია, მონობა მორჩა მსოფლიოში. ქვეყანაში, სადაც ხრუშოვკის ერთოთახიანში ქალებს დამლაგებლებად მათზე განათლებული გოგოები დაჰყავთ და ქვეყანაში, სადაც ხალხის მტარვალი დაჩაგრულის დაჩაჩანაკებით მათთვის სამკაულებს ყიდულობს და მერე მკვლელი და მსხვერპლი ერთად მიირთმევენ ლეშს, ის ქვეყანა ადამიანობის სასაფლაოა.
ოჰ, რა გახრწნილი და ჭუჭყიანი ხალხი ხართ. ოჰ, რა ვერაგი… არ აქვს ასეთ ხალხს მომავალი. არ მინდოდა დაწერა, არადა რამდენი მაქვს დასაწერი და უფლებაც არ მაქვს, ჩუმად ვიყო." - წერს იუნა შაფათავა
0
352
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0