x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ვაგნერის" მიერ გადაბირებულ კრიმინალს, რომელიც უკრაინაში დაიღუპა ძეგლს უდგამენ და მისთვის გმირის წოდებას მოითხოვენ

image
გმირის წოდება რასაც ჰქვია "გააბახეს" რუსეთში (არც საქართველოშია უკეთესი სიტუაცია ამ მხრივ), ამ სურათზე ხედავთ პერმის ოლქის მცხოვრებ დიმიტრი დონცულს, რომელიც პერმის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გადაიბირა პუტინის "პირად მზარეულად" წოდებულმა და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" შემქმნელმა პრიგოჟინმა. ეს ის პრიგოჟინია 10 წელზე მეტი რომ აქვს ციხეში კრიმინალური ქმედებების გამო ციხეში მოხდილი და ახლა რუსეთის გმირის წოდებას ატარებს.

დონცული არასდროს ყოფილა კანონმროჩილი მოქალაქე: 2 ყაჩაღობა, 2 ხულიგნობა, 3 მანქანის გატაცება, სიმთვრალეში ბავშვობის მეგობრის დაჭრა-ეს არასრული სიაა დიმიტრი დონცულის ცხოვრებიდან.


ამჟამად კი დონცული მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სასჯელს იხდიდა მშობელი დედის ცემისათვის, დონცული პენსიონერ დედას მთელ პენსიას სძალავდა და მაშინ როცა დედამ შვილს ფული არ მისცა, რადგან სამკურნალოდ ჭირდებოდა, შვილმა სასტიკად ცემა, რის გამოც მოხვდა ციხეში, სადაც ადმინისტრაციასთან კონფლიქტის გამო დამატებით 3 წლიანი სასჯელი "აიკიდა" და პერმის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოუყია გადაბარგებამ, საიდანაც "პრიგოჟინის" მიერ გადაბირებული "ვაგნერის" რიგებში მოხვდა და უკრაინელი სნაიპერის ტყვიამ მოუღო ბოლო.

ახლა პერმის ოლქში საზოგადოების გარკვეული ნაწილი (დიდი ალბათობით პრიგოჟინის "დაქოქილი" ხალხი) მოითხოვს დონცულს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭოს, პარალელურად კი მისი ძეგლი დაიდგას, როგორც რუსეთის "დიდებისათვის" დაყუპული გმირის.

0
349
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
349