x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეს არის ბოროტება, ნაძირლობა, ღორობა და მავნებლობა" - რას წერენ ბექა ყორშია და ნათია ბერიძე მამა შალვა კეკელიას გადაწყვეტილებაზე?

image

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მამა შალვა კეკეკელიამ გარდაცვლილს წესი არ აუგო, რადგან ის გირჩის ბიბლიურ თავისუფლებაში იყო გაწევრიანებული და საპატრიარქო კრძალავს მათზე ღთისმსახურების ჩატარებას.ამ ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა ჟურნალისტი ნათია ბერიძე:



"მამა შალვა კეკელიას ლანძღავენ წესი არ აუგო გარდაცვლილ გირჩელსო. ოე ჭინკებო! მე რომ დავწერე გირჩელებს წესს ვერ უგებენ- მეთქი "ჰაჰავშიკები" მომასიეთ რწმენაში და ბიბლიაში გაერკვიეო. გირჩის რელიგიური სექტა არის ისეთივე რელიგიური მიმდინარეობა როგორიც ნებისმიერი სხვა სარწმუნოება. მაგალითად მართლმადიდებლურად წესს ვერ აუგებ ბუდისტს, მუსლიმს, იაღოველს, 50-იანელს და ასე შემდეგ. მათ
თავისი სარწმუნოებისამებრ კრძალავენ!
თუ წესის აგება და ეკლესია გინდათ რაღას გადადიხართ გირჩში? ანუ ხვალ
რომ იაღოველმა ან მუსლიმმა ატეხოს ამბავი წესს
არ გვიგებს მართლმადიდებელი მღვდელიო რა მოვლენაა?!
გირჩში თუ ხარ, ღმერთზე თუ 50 ლარად თქვი უარი, თუ გაყიდე და რელიგია შეიცვალე ვის სთხოვ?! სანამ დროა მოინანიეთ, მიდით ტაძარში და მერე არც წესის აგება იქნება პრობლემა და არც ჯვრისწერა.
ჯვარსაც ვერ დაიწერთ იმედია იცით..."-წერს ნათია ბერიძე.
შეგახსენებთ, გუშინ მამა შალვა კეკელიამ წესი არ აუგო 27 წლის გიორგი გოდუაძეს, რომელიც მენინგიტმა იმსხვერპლა, გარდაცვლილს დარჩა 8 თვის ფეხმძიმე ცოლი.ამ ფაქტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.თავად გიორგი კეკელიამ თქვა რომ"ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ადამიანი იყო გაწევრიანებული გირჩის ბიბლიურ თავისუფლებაში და ზუსტად ვიცით, საპატრიარქომაც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ უფლება არ გვაქვს, ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ საშინელ სექტაში გაწევრიანებული, მათზე ღვთის მსახურება ჩატარდეს".

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია მამა შალვა კეკელიას აკრიტიკებს და წერს: "ის, რასაც ამისნაირი მღვდლები ქრისტიანობად გვტენიან, ქრისტიანობა არაა, ესაა გაუგონარი რადიკალიზმი.

მახსოვს, ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიაში ექსტრემისტმა თავი აიფეთქა. კოპტების პატრიარქი გამოვიდა და თქვა, რომ მკვლელს უნდა მივუტევოთ და ლოცვებში მოვიხსენიოთო. კი, ეს არის ქრისტიანობა.
ამ კაცმა, შალვა კეკელიამ, რაღაც ფარატინა ფურცლის გამო 27 წლის უმაგრეს ბიჭს წესი არ აუგო. ეს არის ბოროტება, ნაძირლობა, ღორობა და მავნებლობა."
0
596
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
596
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0