x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ იყო ის ქალი, რომელმაც მსოფლიოში პირველად მკერდი პლასტიკური ოპერაციით გაიდიდა
image

მამოპლასტიკის ახალი ერა 1961 წელს იწყება. ამერიკელმა ქირურგებმა თომას კრონინმა და ფრენკ ჯიროუმ შეიმუშავეს პირველი სილიკონის იმპლანტები, რამაც ქალებს შესაძლებლობა მისცა ჰქონოდათ საოცნებო მკერდი . ისინი თავიდან იდეას სილიკონის იმპლანტანტის შექმნისთვის ყველაზე საშიშ სილიკონის ინექციებში ეძებდნენ, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეძავები მასიურად იყენებდნენ, რათა ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცებისთვის უფრო მეტად მიმზიდველები ყოფილიყვნენ. რა თქმა უნდა, წლების შემდეგ გაირკვა, რომ ინექციების მსგავსად, ასეთ იმპლანტანტებს შეეძლოთ მკერდის კიბოს პროვოცირება. მაგრამ დანარჩენ მასალებთან შედარებით ახალი ჩანართები სრულიად უვნებელი აღმოჩნდა.


ყველაფერი დაიწყო 1962 წლის გაზაფხულზე, როდესაც ექვსი შვილის დედა ტიმი ჯინ ლინდსი საოპერაციო მაგიდაზე დაწვა ჯეფერსონ დევისის საავადმყოფოში, ჰიუსტონში, ტეხასი. ორი საათის შემდეგ ის უკვე ფიქრობდა ერთი ზომით დიდი ბიუსტჰალტერის ყიდვაზე.


"ის მშვენიერი მეჩვენა. შეხებისას რბილი იყო და ძალიან ჰგავდა რეალურს", - იხსენებს ოპერაციის შემდეგ განცდებს ლინდსი, რომელიც ახლა 90 წლისაა.


image

"სრულად მაშინ გავაცნობიერე რა მოხდა, როდესაც გარეთ გამოვედი და მამაკაცებმა ჩემს უკან სტვენა დაიწყეს", - ამბობს ლინდსი.


ის გახდა ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც ოპერაციის გზით მკერდი გაიდიდა, არა და მკერდის გაზრდას არ აპირებდა. იგი საავადმყოფოში წავიდა მკერდზე ტატუს მოსაშორებლად .იქ კი ექიმებმა სთხოვეს, მოხალისე ყოფილიყო მკერდის გადიდების პირველ ოპერაციაზე.


ქირურგებმა ფრენკ ჯიროუმ და თომას კრონინმა ჩაუტარეს ოპერაცია.


ისტორიკოსების აზრით, სწორედ ჯიროუმ მოიფიქრა მკერდის იმპლანტის ახალი ტიპი.




„ფრენკ ჯიროუმ ერთხელაც სისხლის გადასხმისთვის განკუთვნილის პლასტიკატის ბუშტი აიღო და შეამჩნია ქალის მკერდთან მისი მსგავსება“, - ამბობს ტერეზა რიორდანი, ავტორი წიგნისა „Making Beauty: A Story of Innovation That Made Us Beautiful“.

image

პირველი "საცდელი კურდღელი" ქირურგებისთვის იყო ძაღლი, სახელად ესმერალდა, რომელსაც სილიკონის ტომარა გადაუნერგეს.




"ესმერალდას ოპერაცია გავუკეთე. იმპლანტი კანქვეშ ჩავსვით და რამდენიმე კვირა დავტოვეთ. ესმერალდამ ნაკერები დაღეჭა და ამიტომ იძულებულები გავხდით იმპლანტები ამოგვეღო".


ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ჯიროუმ გამოაცხადა, რომ იმპლანტები "წყალივით უვნებელია".


ცოტა ხნის შემდეგ ქირურგებმა დაიწყეს ქალის ძებნა, რომელიც დათანხმდებოდა ოპერაციას.


ტიმი ჯინ ლინდსი ცოტა რამ ახსოვს იმ დღისა.


„მხოლოდ მახსოვს, ოპერაციის შემდეგ მკერდზე რაღაც სიმძიმე ვიგრძენი, მაგრამ სამი-ოთხი დღის შემდეგ ტკივილი გაქრა“, - ამბობს ლინდსი.


ქირურგები კმაყოფილი იყვნენ მუშაობით, მაგრამ მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა გარდამტეხი ფაქტის წინაშე დადგნენ. „რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ვინმემ რომ ეთქვა, როგორ გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი, არ დავიჯერებდით"-ამბობს ტომას ბიგსი, რომელიც იმ ხანებში კრონინთან და ჯეროუსთან ერთად მუშაობდა.


"მე ვერ წარმომედგინა ამ ოპერაციის მნიშვნელობა...კრონინმა ოპერაციის შესახებ ისაუბრა პლასტიკური ესთეტიკური ქირურგების საერთაშორისო საზოგადოების (ISAPS) შეხვედრაზე ვაშინგტონის ოლქში 1963 წელს. "ჩვენ ავაფეთქეთ პლასტიკური ქირურგიის სამყარო", - იხსენებს ბიგსი.


ასე ჩაეყარა საფუძველი პლასტიკურ ქირურგიას.

0
151
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0