x
image
Yoona
ჩემს შავ ტორტს ქალიშვილი ჯადოსნურს უწოდებს: მომწარო გამოდის, მაგრამ ძალიან გვიყვარს
ეს ნამდვილი ჯადოსნური ტორტია. მისი ტექსტურა და ძალიან შავი ფერი განსაკუთრებულია. წარმოუდგენელი არომატი აქვს.


image

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • ¾ ჭიქა კაკაოს ფხვნილი
  • 2 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჭიქა მწარე ყავა
  • 1 ჭიქა უცხიმო ნაღები
  • ნახევარი ჭიქა მცენარეული კარაქი
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

1. ღუმელი 175 გრადუსამდე გაახურეთ. საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით, ზემოდან ცოტა ფქვილი მოაყარეთ. საცხობად 2 მრგვარი ფორმა (დიდი და პატარა) აიღეთ.



2. დიდ თასში გაცრილი ფქვილი, შაქარი, კაკაო, საკვები სოდა, გამაფხვიერებელი და მარილი აურიეთ.


image

3. ცენტრში ჩაღრმავება გააკეთეთ და კვერცხი, უცხიმო ნაღები, ყავა, გამდნარი კარაქი და ვანილი დაუმატეთ. მიქსერით ათქვიფეთ.


image

4. საცხობ ფორმაში ჩაასხით და 35 წუთით აცხვეთ.


image

5. თუ დროის გასვლის შემდეგ დესერტი მზად იქნება, ფორმიდან ამოიღეთ. თუ არა კიდევ 10 წუთით აცხვეთ. ასანთის ღეროთი შეამოწმეთ.


image

ტორტის მორთვა

გაგრილებული ბისკვიტები ფორმებიდან ამოიღეთ. მაცივარში ცოტა ხნით შეინახეთ, რომ ოდნავ გამაგრდეს.


image

დეკორატიული გაფორმებისთვის შეგიძლიათ მოხარშული კრემი ან თეთრი შოკოლადი გამოიყენოთ. თეთრი შოკოლადით ბევრად უფრო ეფექტური იქნება. ტორტი თქვენი გემოვნების მიხედვით მორთეთ.


image

ასევე დაგაინტერესებთ:

1. შოკოლადს ყინულის ფორმაში ვასხამ: კანფეტი ალუბლით და თხილით

2. ბეზე მატჩით: დესერტი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლო გამოვა

3. სტუმრებისთვის გემრიელ შოკოლადის მუსს ავოკადოთი ხშირად ვამზადებ: რეცეპტი

4. იტალიელმა მეგობარმა გემრიელი ნაყინის გაკეთება მასწავლა

5. ჩვენი ოჯახის საყვარელი ნამცხვარი ხაჭო-ვაშლის შიგთავსით

6. მსუბუქი დესერტი - გემრიელობა ლიმონის კრემით

0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
69