x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გმირის სახელის "ფრიალს" მიეჩვია ქართული მედია და საზოგადოება, რაც მიუღებელია
image
ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენი მედია და საზოგადოება ძალიან შორს დგას რეალობისგან.


თუ რაზე მაქვს აქცენტი და რა მაიძულებს ვისაუბრო ამ თემაზე, ამასაც მოგახსენებთ.


თბილისში რუსთაველზე მიმდინარე აქციისას იაქტიურეს ახალგაზრდებმა, რასაც მივესალმები (ოღონდ ვემიჯნები იმ პროვოკატორ ვანდალებს, ვინც მანქანები ამოაბრუნა და "მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდა), ახალგაზრდება ქვეყნის მომავლისათვის ბრძოლის ავანგარდში უნდა იდგეს, რადგან ეს ბრძოლა მათ მომავალს ეხება, მათთვის კარგი განათლების მისაღბად და ცივილურ სამყაროსთან სწორუფლებიანი წევრის სტატუსით საურთიერთობოდ.

მედია და საზოგადოება ბოლო დღეებია "აბახებს" გმირის სტატუსს, არ შეიძლება ასე "აფრიალო" გმირის სტატუსი, მადლობა ვუთხრათ ახალგაზრდებს, ყოჩაღები, საღად მოაზროვნეები ვუწოდოთ და დავუძახოთ, მაგრამ გმირობა ცოტა სხვა რამეა.


გმირი ჩემთვის გიორგია ანწუხელიძე, ვისაც სიკვდილის მუქარითაც ვერ გაათელინეს ეროვნული დროშა, ჩემთვის გმირია ჟიული შარტავა, რომელმაც იცოდა თუ როგორი ბოლო ექნებოდა მის დარჩენას სოხუმში, აფხაზეთის უზენაეს საბჭოში დარჩენით, გმირია ჩემთვის გურამ გაბესკირია, რომელმაც სასტიკი უარი განაცხადა დაეჩოქა მომხდურების წინაშე, გმირია ჩემთვის ბრიგადის გენერალი გენო ადამია, რომელიც ბოლო წუთამდე ებრძოდა მტერს და მიუხედავად იმისა, რომ სოხუმი დაცემული იყო, მაინც შებრუნდა უკან და დაიღუპა.

აქციაზე დადგომაზე მეტი უნდა გქონდეს შენი ქვეყნისათვის გაკეთებული გმირის სახელი რომ დაიმსახურო.



15-16 წლის ასაკში ვპარტიზანობდი, 2008 წელს ბრძანების მიღებამდე სამაჩაბლო არ დამიტოვებია, 1000-ზე მეტი ნაღმი მაქვს გაუვნებელყოფილი, უკრაინაშიც ვიბრძოდი და დაბრუნებას ვაპირებ, მაგრამ წამის მეათასედშიც კი არ გამივლია გონებაში რომ მე გმირი ვარ.

ჩემზე გამოცდილ მებრძოლებსაც ვერ დააცდენინებ სიტყვას, რომ ის გმირია.
ჩემი თხოვნა იქნება ქართული მედიისადმი და საზოგადოებისადმი, გმირის სახელს გავუფრთხილდეთ და ნუ გავაუფასურებთ რომან გოცირიძის კუპონივით.

დიდება გმირებს!!!

0
154
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
154