x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უცხოპლანეტელები სტუმრობენ მზის სისტემას და აგზავნიან პატარა ზონდებს დედამიწაზე-ამტკიცებენ ამერიკელი მეცნიერები
image

უცხოპლანეტელები სტუმრობენ მზის სისტემას და აგზავნიან პატარა ზონდებს დედამიწაზე, სავარაუდოდ, რათა შეისწავლონ და აითვისონ ჩვენი პლანეტა. ამის შესახებ Fox News-ზე პენტაგონის წარმომადგენლებმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთობლივ ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადეს. ვინაიდან პირველი აპრილი ჯერ კიდევ არ დამდგარა, სამხედროების განაცხადი ალბათ სერიოზულად უნდა მივიღოთ.


დოკუმენტი მოამზადეს პენტაგონის ანომალიების სამმართველოს დირექტორმა შონ კირკპატრიკმა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აბრაამ ლოებმა. მათი კვლევის მიხედვით, უცხოპლანეტელების დედა ხომალდი მზის სისტემაში დიდი ხანია იმყოფება და დედამიწაზე მინი-ზონდებს აგზავნის.


„ვარსკვლავთშორისი ხელოვნური ობიექტი შეიძლება იყოს დედა-ხომალდი, რომელიც დედამიწასთან მიახლოებისას აგზავნის ბევრ პატარა ზონდს . ეს არის ოპერატიული კონსტუქცია, რომელიც არც ისე განსხვავდება ჩვენი კოსმოსური სააგენტოს მისიებისგან“, - ნათქვამია მოხსენებაში.



თავდაპირველად კირკპატრიკი და ლოები უბრალოდ შიფრავდნენ ამოუცნობი მოვლენის ფიზიკურ პარამეტრებს. შესწავლის პროცესში მათ აღმოაჩინეს „კოსმოსური ბაბუაწვერის თესლები“, რომლებიც გამოეყოფებოდნენ მთავარ ვარსკვლავთშორის ობიექტს და მოძრაობენ მზის გრავიტაციული ძალის საშუალებით.


2017 წელს მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს მსგავსი ზონდი, რომელიც სიგარის ფორმის იყო. ობიექტს არ ჰქონდა კომეტის კუდი, რამაც მაშინვე წარმოშვა მისი ხელოვნური წარმოშობის თეორია. მოგვიანებით ზონდს დაარქვეს „ოუმუამუა“, რაც ჰავაიურად „სკაუტს“ ნიშნავს. მეორე მსგავსი ზონდი მიმდინარე წლის თებერვალში შენიშნეს.

image

„ამ კვლევით ზონდებს შეუძლიათ მიაღწიონ დედამიწამდე ან მზის სისტემის სხვა პლანეტებამდე. მათი აღმოჩენა ადვილი არ არის, რადგან ზონდები არ ირეკლავს საკმარის მზის სინათლეს, რომ არსებულმა ტელესკოპებმა აღმოაჩინოს ისინი“, - ნათქვამია მოხსენებაში.


პენტაგონში ანომალიების კვლევის სამმართველო გასული წლის ივლისში შეიქმნა. ის პასუხისმგებელია ამოუცნობი ობიექტების თვალყურის დევნებაზე ცაში, წყლის ქვეშ და კოსმოსში.


აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი შეიარაღებულია სპეციალური Pan-STARRS ტელესკოპებით, რომლებიც შესაძლებელს ხდის დედამიწის მახლობლად არსებული 140 მეტრზე მეტი ზომის თითქმის ყველა ობიექტის დაფიქსირებას.

0
310
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0