x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნაია ოკამი, ქალი რომელსაც საკუთარი თავი მგელი ჰგონია, საზოგადოება კი შეშლილად თვლის
image
27 წლის ნაია ოკამი რომელიც სიეტლში, ვაშინგტონის შტატში ცხოვრობს, ტრანსგენდერია, რომელიც საკუთარ თავს ქალად თვლის და საკუთარი იდენტიფიკაციას ახდენს, როგორც ქალი.

დღეს ტრანსგენდერობით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ ნაია იმ ადამიანების ნაწილს მიეკუთვნება, ვინც თვლის რომ ის ადამიანის სხეულში მოთავსებული ცხოველი თუ ნადირია.

ნაია საკუთარ თავს აკუთვნებს სუბკულტურის "აზერკინ-ტერიანების" ნაწილს, ეს ადამიანები თვლიან რომ მათ სხეულში ცხოვრობს უცხო არსება, ოღონდ არა ადამიანი, არამედ ცხოველი ან ნადირი.

ნაია ბავშვობიდანვე ამბობდა, რომ მასში ცხოვრობდა მგელი, თინეიჯერობისას სწავლობდა მგლების ცხოვრების წესებს, მას უნდოდა გამხდარიყო მგლის ხროვის შემადგენელი ნაწილი. მისი თქმით მას ყოველთვის ესიზმრებოდა მგლები, ოღონდ არა როგორც მტრები, არამედ როგორც მეგობრები და თვლიდა და თვლის, რომ ის მგელია ადამიანის გარეგნობით.

ნაიას შეხედულებები ბუნებრივია საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დიდად არ მოწონს და მას შეშლილს ეძახიან.


"მე არ მიგებენ, ჩემი არ ესმით, მე გამრიყეს"-ამბობს ნაია.


ოკამი თავიდან არ თვლიდა თავს ქალად და არც ცდილობდა თავის ქალად იდენტიფიცირებას, მაგრამ ერთ დღეს სოციალური ქსელის თავის გვერდზე საჯაროდ განაცხადა, რომ ის ტრანსგენდერია, 2 წლის გავლის შემდეგ კი თავის გვერდზე დაწერა, რომ მან ოფიციალურად გააფორმა საბუთები, სადაც მისი სქესი იდენტიფიცირებულია, როგორც ქალი.

ნაია მუშაობს გამომძიებლად არაკომერციულ ორგანიზაციაში, თუმცა ხშირად გარკვეული დროით მიდის ტყეში, სადაც მგელივით ცხოვრობს, დარბის, ყმუის და ზოგადად ცხოვრობს, როგორც მგელი.

"მე ვიძიებ საქმეებს, სადაც სამე გვაქვს მონათვაჭრებთან და პედოფილებთან და ხშირად ვხუმრობ, რომ მე ვარ მგელი რომელიც ნადავლზე ნადირობს"-აცხადებს ინტერვიუში ნაია.

მიუხედავად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო სამსახურისა საზოგადოება ნაიას უყურებს, როგორც შეშლილს, არა ორიენტაციის შეცვლის გამო, არამედ მისი მგლად წარმოჩენის გამო და სამართალდამცველებს მოუწოდებენ ნაიას სამკურნალო დაწესებულებაში უმკურნალონ, რადგან თვლიან, რომ ეს ქალი მისი ფსიქოლოგიით საშიშია საზოგადოებისათვის.



ნაიას საზოგადოების ამ ნაწილზე უბრალოდ ეცინება და თვლის, რომ ის კანონმორჩილი მოქალაქეა და ცხოვრებაში არავისთვის მიუყენებია ზიანი და არც მომავალში აპირებს ვინმესთვის ზიანის მიყენებას.

."ამ ადამიანებს წარმოდგენა არა აქვთ იმაზე, რომ მე ფიზიკურად ვგრძნობ თავს მგლად, მაგრამ ხომ ხედავენ რომ მე მგელს ნამდვილად არ ვგავარ. მე მაქვს სერიოზული სამსახური, მე ვიხდი გადასახადებს, ჩემი მოქმედებებით მე არავის ვუქმნი საფრტხეს"-წერს ნაია.


სტუდენტობისას ნაია ბევრად განსხვავებული იყო, ლექციაზე ყოფნისას მგელივით იწყებდა ყმუილს, რაც სტუდენტებს და ლექტორ-მასწავლებლებს შოკში აგდებდა, დღეს კი ნაია ასე არ იქცევა საზოგადოებაში, ერთადერთი ადგილი, სადაც მგლებს ბაძავს ტყეა.

imageimageimageimageimageimageimageimage








0
121
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
121