x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"გოგონებს სამართებლით უსერავდა სახეებს" - როგორ შექმნა უკრაინის კალათბურთელ ქალთა ნაკრების მწვრთნელმა უსასტიკესი კრიმინალური ბანდა
image

დღეს ჩვენ მოგვითხრობთ ძლიერ ბანდაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა უკრაინის ქალთა კალათბურთის ნაკრების მწვრთნელი იგორ ტკაჩენკო, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილი იყო როგორც მეტსახელით -"ჩერეპი"(თავის ქალა). მის კონტროლქვეშ მოექცა მთელი სექს ინდუსტრია, არა მხოლოდ კიევში, არამედ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტშიც. უფრო მეტიც, ბანდიტებსა და სექსმუშაკებს შორის ჩერეპი, ცნობილი იყო, როგორც ნამდვილი სადისტი, რომელსაც შეეძლო ოდნავი დაუმორჩილებლობისათვის მეძავი აეჩეხა.





1989 წლის 26 ნოემბერი. კიევი. პეროვის ბულვარზე მდებარე ბაზარში ოპერატიულებმა სათითეთი მოთამაშეები დააკავეს და განყოფილებაში მიიყვანეს. მილიციელებს შორის ერთ-ერთი იყო ვალერი კური, უკრაინის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის (UBOP) ერთ-ერთი მომავალი დამფუძნებელი.


უცებ ოპერატიულებსა და დაკავებულებთან მიირბინა მაღალმა, ძლიერი აგებულების მამაკაცმა მოკლე მუქი თმით, ის ძლიერად და პროფესიონალ დონეზე ურტყამს კურს უკნიდან, რის შემდეგაც იწყება ჩხუბი. დაკავებულები ახერხებენ და მხსნელთან ერთად მილიციელებს გაურბიან.




ის, ვინც კურს დაესხა ყვირის "არ მომიახლოვდე -თორემ ავაფეთქებ!"და თან ჰაერში ჩანთას აფრიალებს. კომპანია გაქცევას ცდილობს, მაგრამ ოპერატიული მუშაკი ჯიუტად მისდევს მათ. შემდეგ მამაკაცი ჩანთიდან ხელყუმბარას იღებს და მილიციელს ესვრის. ისმის აფეთქების ხმა, გაოგნებული კური ძირს ვარდება, დაკავებულები კი გარბიან.


ვალერი კურს გაუმართლა - ყუმბარა სასწავლო იყო. მილიციელმა არ იცოდა, რომ მას სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა: ის დაედევნა იგორ ტკაჩენკოს, მეტსახელად "ჩერეპს", ერთ-ერთ ყველაზე საშიშ კრიმინალს მთელს უკრაინაში.




იგორ ტკაჩენკო დაიბადა 1964 წლის 4 აპრილს ყარაგანდის ოლქის ქალაქ ტემირტაუში. მალე ტკაჩენკოს ოჯახი საცხოვრებლად კიევში გადავიდა. ჩვეულებრივი სკოლის ნაცვლად, იგორი წავიდა სასწავლებლად ბროვარის სპორტულ ინტერნატში: ეს გადაწყვიტეს მისმა მშობლებმა, რომელთაც სურდათ მთლიანი დრო სამუშაოსთვის დაეთმოთ.


ტკაჩენკოს მოსწონდა კალათბურთი: იგორის მწვრთნელები აღნიშნავდნენ მის ლიდერულ თვისებებს და უშიშრობას უფრო ძლიერი მეტოქეების წინაშე. პანსიონის შემდეგ, ახალგაზრდა ჩაირიცხა კიევის ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტში. 80-იან წლებში იქ სწავლის დროს ტკაჩენკო დაუკავშირდა ცუდ კომპანიას - ვალენტინ დიაჩენკოს მეტსახელად "ლისის"(მელოტი) ჯგუფს.


ლისი, ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტის სხვა სტუდენტებთან ერთად გახდა პერესტროიკის ეპოქის პირველ ვაჭრების "კრიშა". იმ დროს ბევრ დაწყებით მეწარმეს სჭირდებოდა ძლიერი ახალგაზრდა ბიჭების დაცვა. მალე დიაჩენკოს ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა სახელი გაითქვა როგორც კიევის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ჯგუფმა, რომელიც არ ინდობდა არავის.


მაგალითად, ერთხელ ჯგუფს მოეწონა ბაზარი «Герои Днепра"-ის მეტროსთან და ბანდიტები, დანებით, ჯოხებითა და კასტეტებით შეიარაღებულები თავს დაესხნენ აზერბაიჯანელებს, რომლებიც ბაზარს "კრიშავდნენ". თავდამსმხელებმა რამდენიმე ვაჭარი დააინვალიდეს და ბაზარი სრულად აიღეს. ამ ჯგუფის ნაძირალებს შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა იგორ ტკაჩენკო.


ტკაჩენკო, რომელმაც შეარქვეს მეტსახელი "ჩერეპი", დიდხანს აღარ დარჩენილა რიგით ბანდიტად: ის მალე გახდა რეკეტთა ბრიგადის მეთაური. ვაჭრების გარდა, იგორი ხარკს კრეფდა ტაქსის მძღოლებისგან, კერძო ფოტოგრაფებისგან და მეძავებისაგან. კერძოდ, მან აიღო კონტროლი სასტუმრო "რუსზე", სადაც სექსმუშაკები მხოლოდ ვალუტაზე მუშაობდნენ.




თავისი ბანდის წარმატების უზრუნველსაყოფად, ტკაჩენკომ გადაწყვიტა სამართალდამცავებთან კონტაქტის დამყარება და შეძლო ერთ-ერთი მილიციელის გადაბირება. სინამდვილეში, ის მილიციელს იყენებდა იმაში, რომ თავის კონკურენტები "ჩაეშვა" და ამ გზით მოეშორებინა.





ტკაჩენკო, უპირველეს ყოვლისა, დაინტერესებული იყო სექს-მომსახურების ბაზრით: გავლენის სფეროების გადანაწილების შემდეგ, კიევის ყველა სუტენიორი და მეძავი, ასევე ჯიბის ქურდები და სათითეთი მოთამაშეები, მის კონტროლქვეშ მოექცა. ამავდროულად, ტკაჩენკო მაქსიმალურად ცდილობდა მათ დაცვას:ზემოთ მოთხრობილი 1989 წლის ნოემბერში მომხდარი ინციდენტი სწორედ ამ ამბავს აღწერს, თუმცა მოგვიანებით ჩერეპი და მისი ქვეშემრდომები მაინც დააკავეს.


მაგრამ კრიმინალური ავტორიტეტის საქმე სასამართლომდე არ მისულა: მისმა მეგობარმა, ბრიგადირმა სალოხი პუნჰან ალიევმა, მისმა მეუღლემ და ბანდიტის, ლეშა შრამას მეუღლემ პატიმარს ალიბი გაუჩალიჩეს: მათ თქვეს, რომ ბაზრის მახლობლად ჩხუბის დროს. შერეპთან სტუმრად იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ტკაჩენკო მალევე გაათავისუფლეს.







ერთხელაც მისმა ყოფილმა პარტნიორმა "ლისიმ" "ჩერეპს" უთხრა, რომ უშიშროების ძალები ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ საკუთარი წესები სასტუმრო „რუსში“: ისინი იქიდან აძევებდნენ მეძავებს, წვრილმან თაღლითებს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ახლოსაც არ აჭაჭანებდნენ.


ტკაჩენკომ გადაწყვიტა ეს შანსი გამოეყენებინდა და საკუთარი კონტროლი დამეყარებინა სასტუმრო "რუსზე". მაგრამ ეს ამბავი შეიყვეს ოპერატიულებმა, რომლებიც ბაზარში ჩხუბის შემდეგ მასზე კბილებს ილესავდნენ. როდესაც კრიმინალი სასტუმროში მივიდა, დაცვამ ის შესასვლელთან გააჩერა.


ტკაჩენკოს ბევრი არ უფიქრია : მან დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს სახეში დაარტყა, მისმა პარტნიორმა კი გაზის ბალონი ამოიღო და მეორე მცველს სახეში შეასხა.ჩერეპის მხლებლები გამოიქცნენ, ეგონათ სასტუმროს აიღებნდენ, მაგრამ სასტუმროში ომონ-ის მებრძოლები მორიგებოდნენ . ბანდიტებმა ბრძოლა წააგეს: შებოჭეს და ადგილზე გამოძახებულ მილიციას გადასცეს.


მაგრამ სანამ პატრულს დაკავებულები სამსახურებრივი მანქანისკენ მიჰყავდათ, მათ თავს დაესხნენ ჩერეპის ჯგუფის დარჩენილი წევრები. თუმცა, ბანდიტებმა მეორე ბრძოლა წააგეს და გაფართოებული რაზმით განყოფილებაში გადაიყვანეს.


მაგრამ ჰოი საოცრებავ, მილიციის განყოფილებაში "ზევიდან " დარეკეს და ჩერეპი და მისი ბანდის წევრები გაათავისუფლეს, მეტიც, ოპერატიულებს ბოდიშის მოხდაც აიძულეს, ნათელი იყო, რომ "ჩერეპს" მილიციის მაღალჩინოსნები უკვე მოქრთამული ჰყავდა.


გააცნობიერა, რომ უშიშროების ძალები მას არ აპატიებდნენ ასეთ შეურაცხყოფას, ტკაჩენკომ გადაწყვიტა უნგრეთში წასვლა, იქ მას სამსახური უკვე ელოდა. მას თან ახლდა ძველი პარტნიორი დიაჩენკო, რომელიც მილიციისგან ზეწოლას განიცდიდა. ბუდაპეშტში დასახლების შემდეგ ჩერეპმა დაიწყო თავისი კრიმინალური იმპერიის გაფართოება - მან კონტროლი დაამყარა ადგილობრივ ნარკოდილერებსა და მეძავებზე.


სექსმუშაკების დაცვამ უზარმაზარი შემოსავალი მოუტანა და ტკაჩენკომ ამის შემდეგ დაიწყო გოგონების ჩაყვანა უკრაინიდან. გოგონებს როგორ წესი ატყუებდნენ - იქ მოცეკვავეებად და მიმტანად იმუშავებთო - გადაჰყავდათ უნგრეთში, სადაც მათ ნარკოტიკებზე სვამდნენ და შემდეგ ბორდელებში ანაწილებდნენ . "ჩერეპი" მეძავებს ადამიანებადაც კი არ თვლიდა.


ტკაჩენკომ მეძავებს ცემდა, თანხას თითქმის მთლიანად ართმევდა. უნგრეთში არავის ჰყავდა ამდენი ნაცემი, დასახიჩრებული, გაუპატიურებული და დამარხული მეძავები, რამდენიც ჩერეპს. მეძავი თუ გაბედავდა და გააპროტესტებდა, ბანდიტი სამართლებლით უსერავდა სახეს.



მაგრამ ერთხელაც მის დაჯგუფებას რესტორანში ბოშებთან ჩხუბი მოუვიდათ, სადაც ჩერეპმმა და მისმა ბანდამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.


ეს უკვე აღარ მოეწონა უნგრეთის პოლიციას, ჩერეპი დააკავა და კიევს გადასცა.


სასამართლომ ჩერეპს 2, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვადის გასვლის შემდეგ კიევში დაბრუნდა, გრძნობდა, რომ რომ მისი დღეები დათვლილი იყო, რადგან სამშობლოში ბვერი გადაიმტერა, მაგრამ მოულოდნელად კრიმინალური მაფიის ბოსი, სემიონ მოგილევიჩი მოულოდნელად მის მხარეზე დადგა : მან დაარწმუნა უკრაინის დედაქალაქის კრიმინალური ელიტა, რომ მშვიდობა დაემყარებინა ყოფილ მტერთან.

image

ფოტოზე:ჩერეპი უკან ცენტრში


მოგილევიჩის მფარველობის წყალობით ტკაჩენკოს არა მხოლოდ აპატიეს, არამედ დაუბრუნდა კიდევ კრიმინალურ ბიზნესს: რამდენიმე მომგებიანი წერტილიც გადასცეს, მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ იყო.


პირველი, რომლის ინტერესებსაც შეეხო ტკაჩენკო, იყო გამოცდილი კიეველი ავტორიტეტი ვლადიმერ კარპოვიჩი (კისელი), შემდეგ კი ბორის სავლოხოვი. კიევში ჩერეპის მიმართ უკმაყოფილება კვლავ გაიზარდა, მაგრამ მორიგმა დაკავებამ იგი იგი იხსნა შურისძიებისგან. ზონაში შევიდა მეძავის გამო, რომელიც მას გამოძალვაში ადანაშაულებდა.


შერეპის თქმით, უნგრეთიდან ექსტრადირებამდე მან ეს თანხა შესანახად სექსმუშაკს დაუტოვა. მაგრამ როცა გაათავისუფლეს, გაიგო, რომ მეძავმა ეს თანხა გაუფლანგა.



ამჯერად ტკაჩენკოს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მან ეს ვადა ზაპოროჟიეში მოიხადა. ზოგიერთი ინფორმაციით, კოლონიაში პატიმარს ჰქონდა საკუთარი სახლი კომფორტული ცხოვრებისთვის, დაწყებული თანამგზავრული თეფშებით და პირადი შეფ-მზარეულით დამთავრებული.

image


ჩერეპი ხშირად ხედავდა თავის მეუღლეს, კალათბურთელ მარინა ტკაჩენკოს, რომელიც ქმრის შემდეგ გადავიდა ზაპოროჟიეში და დაიწყო თამაში კლუბ "კაზაჩკაში".


4 წლის შემდეგ ჩერეპი ციხიდან გამოუშვეს.



მის სიცოცხლეს ვერ იხსნიდა ვეღარც ყოვლისშემძლე მოგილევიჩი და ვერც სხვა: კრიმინალურ წრეებში გადაწყდა, რომ მოეხდინათ მისი ლიკვიდაცია, რომელიც წესებით არ თამაშობდა. ჩერეპი თავად გრძნობდა საშიშროებას, მუდმივად გარშემორტყმული იყო ათი პროფესიონალი მცველით, ასევე მოისყიდა მტრის ბანაკიდან ინფორმატორები.


მათ ორჯერ აცნობეს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და ორჯერ მაინც გადაარჩინეს ჩერეპის სიცოცხლე: კილერები ელოდნენ ავტორიტეტს მის ჩვეულ მარშრუტებზე, მაგრამ ის იმ დღეს იქ არ გამოჩენილა.

მუდმივი თავდასხმის მიუხედავად ტკაჩენკო განაგრძობდა აქტიურ სოციალურ ცხოვრებას.


90-იანი წლების მეორე ნახევარში იგი გახდა უკრაინის ქალთა კალათბურთის ნაკრების მწვრთნელი, ხშირად ესწრებოდა საბრძოლო ხელოვნებისა და კრივის შეჯიბრებებს, აფინანსებდა სხვადასხვა სპორტულ კლუბებს.

image


მაგრამ 2001 წლის 8 დეკემბერს იღბალმა უმტყუნა მას. დაახლოებით დილის 11:30 საათზე, ჩერეპი გაემართა თავისი მანქანისკენ, რომელიც გაჩერებული იყო სახლთან სრიბნოკილსკაიას ქუჩაზე.


იქვე მდგარ „ჟიგულს“ 37 წლის ავტორიტეტმა ყურადღება არ მიაქცია. მანქანის მძღოლმა ის შენიშნა: დაიძრა, დაეწია ტკაჩენკოს და სამჯერ ესროლა TT მარკის პისტოლეტიდან.


image

იგორ ტკაჩენკოს მკვლელობამ ბოლო მოუღო მის დაჯგუფებას, რომლის წევრებიც აღმოჩნდნენ ახალი ბოსები. 2002 წელს საბოლოოდ ლიკვიდირებული იქნა ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების "ჩერეპის: ევროპული ფრთა: ჩეხეთის ქალაქ ფრანტისკოვი ლაზნეში დააკავეს ბოლო ბანდიტები, რომლებიც ბორდელებს უკაინელი გოგონებით ამარაგებდნენ.



image

ასევე დაგაინტერესებთ


დონეცკის რეგიონი ყოველთვის იზიდავდა კრიმინალურ ელემენტებს. აქ ყოველთვის შეიძლებდა ხეირის ნახვა: მაღაროები და მსხვილი საწარმოები უზრუნველყოფდნენ კომფორტულ ცხოვრებას როგორც ჩონოვნიკებისთვის, ასევე რიგითი მუშაკებისთვისაც. მაგნიტოფონები, მაცივრები, სამკაულები ქურდებისა და მძარცველების ძირითადი ნადავლი იყო. გამონ...



ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. შვიდი წლის შემდეგ 1972 წლის 22 მაისს თბილისში, მთაწმინდაზე მდებარე ერთ-ერთი იტალიური ეზოს სხვენში დილის 8 საათსა და 30 წუთზე საქართველოს შინაგან საქმეთა ...



ზურაბ ცინცაძე ქურდად 18 წლის ასაკში აკურთხეს. ის 1942 წელს ბათუმში დაიბადა, მაგრამ შემდეგ, როგორც ბევრი სხვა კრიმინალური ავტორიტეტი, გადავიდა მოსკოვში, რომელიც ყოველთვის იზიდავდა ყველა სახის გაიძვერას. მაგრამ მანამდე, ზურაბ ცინცაძემ მოახერხა საკუთარ სამშობლოში თავის გამოჩენა, სადაც, სხვათა შორის, ციხეში თითქ...


საპირველაპრილო ხუმრობა 1968 წლის 1 აპრილი ორშაბათი დღე იყო და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში ოფიციალურად არ იყო მიღებული მსოფლიო სიცილის დღის აღნიშვნა, მოსკოვის კინოსტუდია მოსფილმში სწორედ საპირველაპრილო ატმოსფერო სუფევდა. საქმე კი ის იყო, რომ ზუსტად დილის 9 საათზე კინოსტუდიის პავილიონ &su...


დურუ ცოცხალია! ცნობილი ქართველი ბოროტმოქმედი დურუ ხურცილავა 1984 წელს 46 წლის ასაკში სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ცენტრალურ ქართულ კომუნისტურ პრესაში ინფორმაციაც გავიდა. თუმცა, ადამიანების ფსიქიკა (მით უმეტეს, საბჭოელების) მაშინ ისე იყო მოწყობილი, რომ მთავრობის სიტყვის არავის სჯეროდა. არც ეს ინფორმაცია დაიჯერეს...

0
838
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
838
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0