საქართველო მასმედია გვაგუებს იმ აზრს რომ არჩევნები ყალბდება ! 2012, 1 ოქტომბერი, 12:01 ინტერნეტში აივსო ფოტო მასალა იმის თაობაზე რომ ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს, როგორც ჩანს ნაციონალურმა მასმედიამ მიიღო დავალება რომ როგორმე შეაპაროს ხალხს ნელნელა რომ ისინი იგებენ და რომ თითქოსდა გაყალბებას არანაირი ადგილი არ აქვს გამოჩნდა უამრავი ფოტო . რას ნიშნავს ეს ყველაფერი? საიდან ფლობს ამ ინფორმაციას აშკარად ნაციონალური მასმედია? რატომ არის ასე დარწმუნებული? ჯერ ხომ ისევ 1 ოქტომბერია და მხოლოდ 12:00 წუთია? ანუ დღის მეორე ნახევარი ჯერკიდევ დარჩენილია! რატომ აკეთებს მსგავს განცხადებებს? მხოლოდ ერთი ახსნა აქვს ამ ფაქტს მხოლოდ იმიტომ რომ შესაძლოა მზადდება მასობრივი გაყალბება, რის გამართლებასაც შემდეგში ასე წარმოგვიჩენენ " ხომ გეუბნებოდით, რომ ვიგებდით, ჰოდა მოვიგეთ" მაგრამ დღესდღეობით ეს არარის მნიშვნელოვანი, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია თუ როგორ ჩაივლის საბოლოო ჯამში არჩევნები, მთავარია იყოს ყველაფერი რიგზე ყოველგვარი კონსესუსების გარეშე გაყალბებას კი იმედია როგორმე ავიცილებთ თავიდან. მიუხედავად ყველაფრისა, მსგავსი სტატიები მიუთითებს მხოლოდდა მხოლოდ ერთ რამეზე, წინასწარ იმზადებენ ნიადაგს რომ მერე აღარ გაუჭირდეთ თავის მართლება. ნაციონალურ მასმედიას ! 330 2-ს მოსწონს
|