x
image
ტოპი
პატიმრებისადმი სოლიდარობას ქართველი სპორტსმენებიც შეუერთდნენ!
image18 სექტემბერს მომხდარმა ფაქტმა შეძრა სრულიად საქართველო სულ ახლახანს კი პატიმრებისადმი სოლიდარობა გამოაცხადეს ქართველმა სპორტსმენებმა . მინდა შემოგთავაზოთ მათი წუხილი და გულისტკივილისაგან წამოსული სიტყვები.


ვიტო კოლელიშვილი : "აღსდექ საქართველოვ!"


ლადო დვალიშვილი : "პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!"

დავით თარგამაძე : დღევანდელი შემზარავი კადრების შემდეგ მე როგორც ფეხბურთელი დავით თარგამაძე ვიზიარებ იმ პატიმრების სულიერ ტკივილს. მინდა რო საქარტველოშიი ვიყო და გავიზიარო იმ ხალხთან ერთად საქართველოს გულის ტკივილი. უფალმა გაგაძლიეროთ!!!


ბაჩანა ცხადაძე : მე არასოდეს ჩავრეულვარ პოლიტიკაში და ყოველთვის მჯეროდა მისი სიბინძურის მაგრამ, როდესაც პოლიტიკა ერევა შენში მაშინ უნდა თქვა ხმამაღლა რომ ეს რაც დიდი ხანია ხდებოდა და ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ ნახა თავისივე თვალით, არის ბარბაროსობა . ამას თვით კანიბალებიც კი არ იკადრებდნენ! მე მინდა დღეს ვიყო თბილისში და ვიდგე ხალხის გვერდით აქციაზე!!! ყველა მძულს ვინც ამაში არის გარეული, ვინც ამათ გვერდში დგას, ვინც იცოდა და არაფერს აკეთებდა და ვინც როდესმე ჩემს თანდასწრებით გაამართლებს ამ ნაცისტურ რეჟიმს.



P.S. მე არჩევნებზე აუცილებლად წავალ და ხმას მივცემ ქართულ ოცნებას! არა იმიტომ რომ ოღონდ ესენი წავიდნენ, არამედ იმიტომ, რომ იმედი მაქვს უკეთესი მომავლის !


გურამ კაშია : ძალიან გავოცდი ამ ორი დღის განმავლობაში მომხდარი ამბებით ! თბილიში რომ ვიყო აქციაზე გავიდოდი ! პოლიტიკა კიდე ყველაზე დიდი სიბინზურეა და მეზიზღება !


გიორგი ჭანტურია : facebooki გაუქმებული მქონდა და არ მინდოდა აღდგენა, მაგრამ რაც მე ჩემი თვალით ვნახე ამ 2 დღის განმავლობაში ეს რა საშინელებებიც ხდება ციხეებში და რეებსაც უკეთებენ პატიმრებს არ შემძლო რო რამე განცხადება არ გამეკეთებინა!
ჩემს სიცოცხლეში, არასდროს ჩავრეულვარ პოლიტიკაში და არასდროს არცერთი პარტიისთვის მხარი არ დამიჭერია... ყველა ჩვენთაგანის ოჯახის წევრი, ნათესავი ან ახლობელი... ყველას ჰყავს პატიმარი და ყველამ ვიცოდით რომა სეთი რაღაცები ხდებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა როდესაც ყველაფერს შენი თვალით ნახავ უფრო რწმუნდები ადამიანი!!!
არ დავიწყებ გინებას და ლანძღვას იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამას სჩადიოდა. ღმერთი ყველაფერს ხედავს და ერთი ათად გადაეხდებათ.
ძალიან, აი მთელი სულით და გულით მინდა ახლა თბილისში ვიყო და აქციაზე ვიდგე ჩემს მეგობრებთან ერთად.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ხმამაღლა არასდროს დამიფიქსირებია ემი აზრი პოლიტიკასთან დაკავშირებით!!! მაგრამა ხლა 100%-ით ვუჭერ მხარს "ქართულ ოცნებას"!!!


წყარო: სოციალური ქსელი ფეისბუკი.

1
726
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ტოპი
ტოპი
726
  
2012, 19 სექტემბერი, 23:15
+++++++++++++++++++++++++++++++++
0 1 1