x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორი სიბნელეა? ინდოეთში რელიგიურ დღესასწაულზე დაშავდა 75 ადამიანი ქვის მოხვედრის გამო

image
ინდოეთი საოცარი ქვეყანაა, რომელიც თავისი ტრადიციებით დღემდე ნახევარ მსოფლიოს მაინც აოცებს.
ევროპელისათვის გაუგებარი და უცნაურია თუ რატომაა ძროხა წმინდა პირუტყვი, ევროპელისათვის გაუგებარია რელიგიური დღესასწაული ტაიპუსამი, რა დროსაც ინდუსები ღმერთ მურუგანის მიმართ მორჩილების და პატივისცემის ნიშნად სხეულის სხვადასხვა ნაწილს ყოველგვარი გაუტკივარების გარეშე იხვრეტენ, მათ შორის ენასაც.

მახარაშტრას შტატში კი ტრადიციის თანახმად ახალშობილს აგდებენ ტაძრის 15 მეტრიანი კედლიდან და თვლიან, რომ ეს პროცედურა ახალშობილს გააკაჟებს და ის სიცოცხლის ბოლო დღემდე ჯანმრთელი იქნება.
მართალია ბავშვს რბილი და ფართოდ გაშლილი ქსოვილის ბადით იჭერენ, მაგრამ ახალშობილს 15 მეტრიანი სიმაღლიდან გადმოგდებულს რომ დაიჭრ არ ვიცი, რა მდგომარეობაში იქნება ბავშვი.

ასევე ინდოეთში დღემდე მოქმედებს ერთი ტრადიცია რცა გასათხოვარ ქალს ათხოვებენ ოფიციალურად ხეზე, რადგან ჰოროსკოპის ნიშნიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ კაცზე გათხოვილი ქალი იმ ოჯახს უბედურებას მოუტანს.
ხეზე გათხოვებით კი მათი თქმით ხდება ქალის განწმენდა ბოროტი აურისაგან, თან ხეს წვავენ და ქალს აცხადებენ ქვრივად, რომელიც ამ პროცედურის თუ რიტუალის შემდეგ ადვილად თხოვდება.

ახლახან ინდოეთში ჩატარდა მეტისმეტად ბარბაროსული ტრადიციული, რელიგიური დღესასწაული.
ბარბაროსული, რადგან მონაწილეები ერთმანეთს ესვრიან ქვებს 8 წუთის განმავლობაში და ფიქრობენ და სწამთ, რომ ამით ღმერთებს შესაწირავს უგზავნიან.
ამჯერად 75 ადამიანი დაშვდა, საბედნიეროდ გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ რელიგიური დღესასწაულის თითოეულ მონაწილეს გავლილი ჰქონდა შემოწმება "კოვიდ" ვირუსზე.

0
41
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
41