x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს 25 მილიონით საპატრიარქოს დაფინანსება"-დიმიტრი ვეკუა
image
ემიგრაციაში წასულ ზუგდიდის და ცაიშის მღვდელთმსახურს დიმიტრი ვეკუას მიაჩნია, რომ საპატრიარქოს სახელმწიფოსგან დაფინანსება უნდა შეუწყდეს:


სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს 25 მილიონით საპატრიარქოს დაფინანსება, რადგან აქედან არცერთი თეთრი არ ერგება რიგით მღვდელს (და არა მხოლოდ ამ მიზეზით). დამდგარი რეალობა და შედეგი კი არის აღწერილი ამ რეპორტაჟში. დღეს 1 წელი შესრულდა, რაც არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის გამო ჩემი საყვარელი ოჯახი, ქალაქი და ტაძარი დავტოვე, სადაც 10 წელი სამღვდელო პატივში ვიმსახურე.



დიმიტრი ვეკუა კიდევ ერთ პოსტს დებს და განმარტებას აკეთებს:


"არაო, არ უნდა გაუქმდეს 25 მილიონიანი დაფინანსებაო, მწერენ. ბევრი კარგი საქმე კეთდებაო... აიო, სასულიერო სემინარია-აკადემიებიო, გიმნაზიებიო. ჯერ ერთი მაგ სემინარიებისა და გიმნაზიების სულიერება სად გაგონილა, ანდაც მეორე, ვინმემ დაითვალა ერთი ამ გიმნაზიების კურსდამთავრებულებიდან რამდენი ადამიანი გახდა სასულიერო პირი?! მაგალითად ზუგდიდის გიმნაზია 1996 წლიდან არსებობს და ერთი სასულიერო პირი, ვერცერთი მღვდელი ვერ გამოზარდეს ამდენი წლის მანძილზე და რისთვის იხარჯება ამდენი ფინანსური რესურსი?! თუ ეკლესიას სურვილი აქვს გააჩნდეს თავისი სასწავლებლები, მას ამას კანონი არ უკრძალავს, მაგრამ ხალხის ჯიბიდან რატომ უნდა ფინანსდებოდეს?! რევოლუციამდელ ეკლესიაში ამ ყველაფერს თავად აგვარებდა და განაგებდა თავისი შიდა რესურსებით ეკლესია. ახლაც აქვს ეკლესიას ეს რესურსი, არ არის საჭირო ამდენი ფულის საჭრელი არაფრისმომცემი სასწავლებელი. შეამცირონ რაოდენობა და თავად მიხედონ თავიანთ საქმეს! ისედაც გაუბედურებული და გაღატაკებული ქართველი ხალხის ჯიბეში ხელების ფათურს კი უნდა შეეშვან, დროა უკვე!"



0
190
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0