x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"არ გეგონოთ ნიშანს ვუგებ, ძალიან ვწუხვარ და მენანება, რომ ასე ასრულებს თავის 45-წლიან პატრიარქობას" - ილია ჭიღლაძე

image


"მწარედ მეღიმება ხოლმე როდესაც გამომრევლებულები ილია მეორეს დღეგრძელობას, დიდხანს სიცოცხლეს უსურვებენ გულმოდგინედ და ამინების მიწერით, რადგან ილია შიოლაშვილის ბოლო წლების სოცოცხლე არის ჯოჯოხეთში ცოცხლად ტანჯვა: ადამიანი საწოლზე ვერ წვება, ისეა დაღრეცილი, დეფორმირებული, სავარძელშია დღედაღამ პამპერსიანი, ვერ იძინებს და აუტანელი ტკივილები სტანჯავს და აწამებს, აღარაფერს ვიტყვი იმაზე რა დამცირება, სირცხვილი და მიწაზე დაცემა განიცადა ბოლო წლებში და საეკლესიო სისტემაც თავზე ჩამოემხო ანარქიით და ცარიელ ეკლესიაში უწევს წირვა-ლოცვის ჩატარება, ამის გამო სამებაში ვეღარ მიდის, სიონში დაყავთ. ნახავთ ახლა აღდგომას, ისევ სიონში მიიტანენ და არა სამებაში.
თუ გინდა ილია მეორის კიდევ უფრო მეტი ტანჯვა და დამცირება, უსურვე მას კიდევ დიდი ხნის სიცოცხლე, ბრმევლო, რომ უფრო მეტი სასჯელი მოიწიოს მასზე საღვთო შურისგებით. არ გეგონოთ ნიშანს ვუგებ, ძალიან ვწუხვარ და მენანება, რომ ასე ასრულებს თავის 45 წლიან პატრიარქობას."-წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
შეგახსენებთ, ილია მეორე საქართველო კათალიკოს პატრიარქად აირჩიეს 1977 წლის 23 დეკემბერს, ხოლო 25 დეკემბერს, მის 44-ე დაბადების დღეს, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრება.
0
247
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0