x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მე ასეთი უკრაინელებისთვის არ მიბრძოლია და არ ვიბრძოლებ, მე ვიბრძოდი და ვიბრძოლებ საღი აზროვნების უკრაინელებისათვის
image
ბევრჯერ მითქვამს უკრაინა ჩემთვის ისეთივე სამშობლო რომაა, როგორიცაა საქართველო რადგან დავიბადე და გავიზარდე უკრაინაში, სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელი და ინსტიტუტი დავამთავრე უკრაინაში, სანამ დასავლურ განათლებასაც მივიღებდი.


გასულ წელს ვიბრძოლე ირპენში, სერევოდონეცკში, ლისიჩანსკში და ბოლოს ბახმუტში.


ჩემი თანამებრძოლი უკრაინელები ჩემთვის ძმებივით ახლობლები გახდნენ, იმ ქართველი მებრძოლებივით, ვისთანაც ერთად გამოვიარე პარტიზანობის პერიოდი და 2008 წელს რუსეთთან ომი.


მაგრამ არასდროს ვიბრძოლებ რადიკალური, ნაცისტური აზროვნების მქონე უკრაინული დაჯგუფებების მხარდამხარ.



ომს აქვს დაწერილი და დაუწერელი კანონები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში ჩემი აქაუნთივით ხდები "კანონგარეშე".


სისასტიკით ვერ მოიგებ ომს, პირიქით მოწინააღმდეგეს გაუჩენ მოტივაციას ბრძოლისათვის, რადგან ეცოდინება ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში მას ემუქრება, დამცირება-წამება და ისეთ წნეხში გატარება, რასაც სიკვდილი ჯობია.

ბანდერა გახადეს იმ მიმართულების კერპად, რასაც ეწინააღმდეგებოდა ის და რისთვისაც გერმანელების საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარა წლები.

რეალობის დამახინჯება სულსაც ამახინჯებს, რის მაგალითსაც ხედავთ ზედა სურათზე. მე ამათ არ ვთვლი უკრაინელებად, ესაა საზოგადოების ბნელი ნაწილი, ვისთვისაც არაფერი წმინდა არ არსებობს.


ბევრჯერ შევხვედრივარ მებრძოლებს, რომლებსაც გადასატანი სარაკეტო კომპლექსიანი ღვთისმშობობლის შევრონები უკეთიათ. ამაზე დიდი მკრეხელობა მე არ ვიცი, მეც შემომთავაზეს, მაგრამ ცივი უარი მიიღეს.

ნე ძალიან მიყვარს უკრაინა და უკრაინელები, მაგრამ არ შემიძლია შევიყვარო ეს ნაცისტური აზროვნების "ბიდლო", რომლებიც ჰიტლერის იდეოლოგიით ხელმძღვანელობენ და საზრდოობენ.

ზოგადად ნაციონალიზმი სულაც არაა ცუდი, გააჩნია რას მოიაზრებ მის ქვეშ. ბანდერა ნაციონალიზმში მოიაზრებდა კომუნისტებისგან თავისუფალ და ერთიან უკრაინას, რომლის იდეოლოგია იქნებოდა ეროვნული თვითმყოფადობა ყოველგვარი გარე ზემოქმედებისგან თავისუფალი ცხოვრებით.

დააკვირდით ამათ, ესენი არსად შემხვედრია ბრძოლის ველზე, პროპაგანდით მოგებული ომი კი მე არ მინახია.


დასავლეთ უკრაინელები, ვისაც შევხვედრივარ ან ვისთანაც კი მქონია კონტაქტი ემიჯნება ამ დაჯგუფებებს, როგორც ანტიუკრაინულს და როგორც უკრაინის საერთაშორისო იმიჯისათვის საშიშს.

imageimage
სამაგიეროდ შევხვედრივარ უკრაინელ ვაჟკაცებს, რომლებიც დღეისათვის უკრაინაში ყველაზე ცხელ ცერტილში, მიწასთან გასწორებული ქალაქის ერთერთ სარდაფში მოწყობილ ჰოსპიტალში ოპერაციისას უკრაინის ჰიმნს მღეროდნენ.

image



0
123
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
123