x
image
მარიამ პირველი
სამაგიდო თამაშების პოპულარიზაცია გორში
image



მინდა გიამბოთ ქალაქ გორში არსებული ორგანიზაციის "ახალი თაობი“-ის შესახებ, რომლის ბალანსზეც არაერთი პროექტი არის განხორციელებული.


მოგითხრობთ ახალგაზრდული ცენტრის მიერ ახლახანს წამოიწყებულ კამპანიაზე სამაგიდო თამაშების შესახებ, რომელმაც მოიცვა მთელი გორი. აღსანიშნავია, რომ კამპანია არის უნიკალური და არ არსებობს მისი ანალოგი ქვეყნის ფარგლებში.


კამპანიის ავტორი 20 წლის ვალერი მეტრეველია, რომელიც გაცვლითი პროექტების შედეგად მიღებულ ცოდნას უზიარებს ახალგაზრდებს და სთავაზობს უამრავ შესაძლებლობას განვითარებისთვის და ახალი კონტაქტების დასამყარებლად.




image





სამაგიდო თამაშები მოიცავს ისეთ თამაშებს როგორებიცაა: მონოპოლია, მენეჯერი, ინოვატორი და ჩუ.

კამპანიის მიზანია პოპულარიზაცია გაუკეთოს და დააინტერესოს ახალგაზრდები სამაგიდო თამაშებით და ხელი შეუწყოს მათში, მენეჯრული, ბიზნეს და ეფექტური საკომუნიკაციო უნარების გამომუშავებას, როგორც ჩვეულებრივი განვითარების ასევე, შშმ პირებში.

პროცესში, თამაშის მონაწილეებს ერთმანეთთან უწევთ ბიზნეს კომუნიკაცია პრობლემის გადასაჭრელად, აზრების გაცვლა-გამოცვლა და ა.შ.

image

აღნიშნულ კამპანიას დიდი პოპულარობა და გამოხმაურება მოჰყვა სკოლებისგან გორის მასშტაბით. კამპანიის ორგანიზატორები მიდიან სკოლებში და ატარებენ სამაგიდო თამაშებს 13 წლიდან ზემოთ, რასაც პოზიტიური შედეგები მოაქვს ბავშვებში, საკუთარი თავის, შესაძლებლობების უკეთ დანახვისთვის და თვით რწმენის განსამტკიცებლად.

როგორც პროექტის ავტორმა ღნიშნა

„ორგანიზაცია მთლიანად ორიენტირებულია შედეგზე და გამოცდილების მიღებაზე, რომ ახალგაზრდებმა მაქსიმალურად მეტი გამოცდილება მიიღონ და თავი არ იგრძნონ მოწყენილად.“

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0